ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო რა სიმპტომები დაეწყო ჟურნალისტს მას შემდეგ რაც რამდენიმე საათი რეანიმაციაში გაატარა!

ტელეჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც ოპერატორ ლევან აბულაძესთან ერთად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანის გუნდის გადასაღებად ერთი დღე გაატარა, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მას ხელები ეწვის. ჟურნალისტი ვიდეოში კადრებით გვაჩვენებს, რომ მას სპეცაღჭურვილობის შედეგად ხელები დაეწვა. შეგახსენებთ, რომ პროტოკოლის თანახმად, კოვიდინფიცირებულების ბოქსში ის ოთხი წყვილი ხელთათმანით შევიდა.

გთავაზობთ პოსტსა და ვიდეოს:

“ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ.

ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო, ლატექსზე
ალერგიული რეაქციაა.

როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები?

თქვენი ხელებით დავამარცხებთ კოვიდ-19-ს.

მივცეთ ექიმებს საშუალება, იყვნენ მათთან, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია.

#დარჩისახლში”