10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ანტიკრიზისული გეგმა

ვინ და რა სოციალური მიზნობრიობის დახმარებას მიიღებს ხელისუფლებისგან – პრემიერი გახარია ამ წუთებშიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

1. უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს: თვეში 200 ლარი.

2. სამუშაო ადგილი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 750-ლარდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს საშემოსავლოზე სრულ სუბსიდირებას – ეს თანხა გათლილია 6 თეზე.

3. 1 500 ლარი ხელფასის დროს, 750 ლარის ოდენობაზე დასუბსიდირდება საშემოსავლოზე. კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – 6 თვის მანძილზე.

4. მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად.

5. სოციალურად დაუცველები 65 ათასი-100 ათას ქულა (70ათასი-190ათასი ოჯახი) 600ლარი – 6 თვე.

6. 0-100 ათასამდე, 3-ზე მეტ შვილიანი 600ლარი (21 ათასი ოჯახი)

7. შშმ პირები – 6თვე – 600 ლარი (40ათასი მოქალაქე)

8. პენსიონერები: ყველა პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლის.

9. 70 წელს ზემოთ ეკონომიკური ზრდის 80%-ით ისარგებლებენ.

10. 2021 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პენსიონრებს, პენსია გაეზრდებათ არანაკლებ 20 ლარისა, 70 წელს ზევით პენსიონერებს კი არანაკლებ 25 ლარისა.