კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოსახლეობის რეპრესიებისა და კონტროლის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს, – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა.
„საგანგებო მდგომარეობის შემოღებით მინიჭებული უფლებამოსილება არ უნდა იყოს იარაღი, რომელსაც მთავრობა გამოიყენებს მოსახლეობაზე კონტროლისთვის ან განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
ეს უფლებამოსილება პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში. მიშელ ბაჩელეტმა აღნიშნა, რომ ხალხის დაკავება კომენდანტის საათის დარღვევისთვის სახიფათო პრაქტიკაა „კრიზისის განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სახელმწიფოებს დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებათ, რათა დასძლიონ იგი. თუმცა, თუ კანონის უზენაესობა დაცული არ იქნება, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაცია კატასტროფად იქცევა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით“, – განაცხადა ბაჩელეტმა.
http://hotnews.ge/