როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.

სულ დაასახელა 6 ეტაპი და თქვა რომ ეტაპებს შორის სხვაობა იქნება 2 კვირა.

გამოდის 12 კვირა – ანუ 84 დღე და დაახლოებით – ივლისის 10 რიცხვებამდეა გაწელილი შეზღუდვების მოხსნათა ეტაპი.

აგვისტოს დასაწყისში საგანგებო მდგომარეობა თუ არ მოიხნება – არჩევნებს შეექმნება საფრთხე – ასე რომ, არჩევნებამდე 60 დღით ადრე საგანგებო მდგომარეობას ნამდვილად მოხსნიან.

დაახლოებით ასე აქვს პრემიერს, როგორც ჩანს გათვლილი.

თუმცა, არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც, როგორც პრემიერი ამბობს, წლობით დავიცავთ და მას ჰქვია – სავალდებულო წესები: