„ არ არსებობს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, რომ როცა შენ გიჭირდა მე გვერდში არ დაგდგომოდი უანგაროდ“- ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან მიმართავს საქართველოს მთავრობას!

„გაზზე 270 კბმ. შემომეხარჯა გასულ თვეში (გასაგები მიზეზების გამო)..! 200 კბმ. რომ გადაიხადოთ და 70 მე დავფარო, არაა?! – ააა, ვერა ხო?! OK! მაშინ მისმინეთ: მე ვერ გადავიხდი დღეს (!) ამდენს! გაზს ჩამიჭრით? საჯაროდ გეუბნებით: – გაზკანტორის ბიჭები დავდგები „სოჩიკთან“ და დაგამტვრევთ ხელებს თუ ჩაჭრას მოინდომებთ! – ჩუმად ჩაჭრით?! – ჩემი ხელით მივაერთებ! პატრულის დახმარებით ჩამიჭრით? – სცადეთ… აი, მერე უყურეთ LIVE-ში რას ვიზავ…! საქართველოს მთავრობა მოდი ასე ვთქვათ: ა) არ არსებობს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, რომ როცა შენ გიჭირდა მე გვერდში არ დაგდგომოდი უანგაროდ (!)… ვერცერთ, ვერცერთს-თქო! ვერცერთ მოვლენას ვერ გაიხსენებთ ასეთს. ბ) ყველა (!) გადასახადს პატიოსნად გიხდით 45 წელიწადია…! გ) კეთილი ნება გამოიჩინე და ახლა შენ დამეხმარე მე… დ) სახელმწიფოვ! თქვეენ ხალხი მეწველი ძროხა ხომ არ გგონიათ?! გირჩისშვილი ვიყო, თუ ზოგიერთი თქვენისთანას ხელში არ მეცოდებოდეს კიდეც! ე) გამოიჩინე ნება და 200 კბმ. დამეხმარე, გადამიხადე და დანარჩენს მე მივხედავ! #მეკიგადავრჩები #კიდევდაგჭირდები #საქართველოსსახელმწიფოვ“