საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში განსხვავებული ფორმატით ჩაერთვება, – განაცხადა ბრიფინგზე „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, უკრაინის უმაღლესი რადას ქართული წარმოშობის დეპუტატმა დავით არახამიამ.
„სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის საკმარისი ხმები აქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სააკაშვილი საფუძვლიან კონსულტაციებს გადიოდა პრეზიდენტთან და ისინი თანამშრომლობის განსხვავებულ ფორმატზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა არახამიამ.
დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის ახალ შესაძლო თანამდებობაზე განცხადება დღეს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაკეთდება.