რას ნიშნავს იმუნური პასპორტი? ეს გახლავთ დოკუმენტი,  სადაც დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, ადამიანი კორონავირუსის მატარებელი არის თუ – არა; ანდა არსებობს თუ არა მის ორგანიზმში ანტისხეულები. ასეთი პასპორტის მიღება შეუძლიათ იმათ,  ვინც უკვე მოიხადა ვირუსი, ვისაც ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს და ვინც გაიარა ვაქცინირება (ვაქცინის გამოგონების შემდეგ). ეს დოკუმენტი უნდა აღიაროს ყველა სახელმწიფომ. მაგალითად, საქართველოში გაცემულ იმუნურ პასპორტს მოქმედების ძალა ექნება  ევროპის  ყველა ქვეყანაში.

იმუნური პასპორტების შემოღების ინიციატივით გამოვიდა გერმანია, რაც ერთხმად მიიღო პარლამენტმა.  გერმანიის მთავრობა მოსახლეობას ტესტირებას გაუკეთებს ორგანიზმში ანტისხეულების არსებობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გასცემს პასპორტებს.

აქვე დავძენთ, რომ ტურიზმის სფეროს შემცირება ქვეყნების ეკონომიკაზე სერიოზული დარტყმა იქნება, ხოლო იმუნურ პასპორტებს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. ბუნებრივია, ევროპა ყველა ღონეს იხმარს, რომ ტურიზმის სფერო არ ჩააგდოს.

აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ. ასე მაგალითად, დიდ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გასცა ბრძანება ე. წ. იმუნური საბუთების დარიგებისა, რაც, სავარაუდოდ, წინამორბედია იმუნური პასპორტების.

რუსეთი უკვე შეუდგა ე. წ. ბიოლოგიური პასპორტირების გეგმის დამუშავებას, თუმცა, მისი განმარტებით, ეს რთულად შესასრულებელი იქნება.

იმუნური პასპორტების ფალსიფიცირების აღმოსაფხვრელად პროცესს გააკონტროლებს არა იუსტიციის სისტემა, არამედ პოლიცია.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით უკვე გადადგა ჩინეთმა – 12 აპრილიდან ყველამ, ვისაც სურს ბინის ყიდვა, ქირაობა, სასტუმროში გაჩერება და ა. შ., უნდა წარადგინოს საბუთი იმის შესახებ, რომ მას არ აქვს კორონავირუსი. რაც მთავარია, ეს საბუთი ერთი კვირით ადრე უნდა გაიცეს. მასზე უნდა იყოს მითითებული სპეციალური კოდი, რომელიც ადასტურებს COVID-19-ის „არარსებობას“  რეციპიენტის ორგანიზმში.

ამ ეტაპზე, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლამდე ადამიანმა უნდა წარადგინოს საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ მას სისხლში არ აქვს COVID-19.

როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა იმუნური პასპორტების შემოღებას? არ არის გამორიცხული, რომ მან ამოსავალ წერტილად აიღოს სპორტსმენებისთვის დაწესებულ ბიოლოგიური პასპორტების სქემა (ასე მოიქცა ევროპა). კერძოდ, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენებისთვის 2011 წელს ბიოლოგიური პასპორტების შემოღება გადაწყვიტა. ეს პრაქტიკა უკვე დანერგილია ველოსპორტში. ამ პასპორტებში ფიქსირდება რეგულარული დოპინგსინჯები, რომელიც  საშუალებას იძლევა,  თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალური ბიოლოგიური პორტრეტი შეიქმნას.

ყველაფერი კარგი, მაგრამ იმუნური პასპორტების აღებისას მოსახლეობას თავად მოუწევს მისი საფასურის გადახდა. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება. კორონავირუსზე ტესტირება 650 ლარი ჯდება. ასე რომ, თუ რაღაც არ შეიცვალა ან მთავრობამ არ აიღო საკუთარ თავზე ხარჯების ნაწილი, მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნური პასპორტების გარეშე დარჩება.

ქრონიკა+