ვახტანგ კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან რუსული პოლიტიკა მიმოიხილა
“რუსეთს 2008 წლიდან დღემდე ოკუპანტს ვეძახი. საერთოდაც მგონია, რომ ეს პუტინის ამაზრზენი სცენარია. ყველა პოლიტოლოგი იმას ამბობდა, რომ პუტინის ტვინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე იყო მომართული. მაგრამ ჩვენზე, ქართველებზე, მას ჯოხი გაუტყდა. შემდეგ ეს სცენარი მოლდოვაში გადაიტანა და ბოლოს უკრაინას მიადგა. ეს წმინდა წყლის ოკუპაცია და ინტერვენციაა.
მე მგონია, რომ პუტინი ძალიან განიცდის, რომ არ დგას იმ სახელმწიფოების პირველ რიგებში, ვინც მსოფლიოს პოლიტიკას კარნახობს. მან ისევ არასწორი პოზიცია აირჩია, როცა ყველას დაშინება დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოება არ შეშინდება.”
კიკაბიძემ 20 ივნისის მოვლენებსა და სამოქალაქო პროტესტზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს ახალგაზრდობის სწორი რეაქცია მოყვა. მანვე აღნიშნა, რომ გავრილოვის მოწვევა და სხვა მიზეზები ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ქართული პარლამენტი პრორუსულია.
“ახალგაზრდობამ იცის, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საზღვარი გაუვლეს, ამიტომ ახლაგაზრდობა სწორად მოიქცა, როცა გარეთ გამოვიდა. მეც 20-30-40 წლის რომ ვყოფილიყავი დილიდან საღამომდე იქ ვიდგებოდი. ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ იდგა”