კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4 -10 მაისი

4-იდან 6 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. დროა ყოველდღიური საოჯახო საკითხები მოაგვაროთ. დაალაგეთ სახლი და ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ, გადაყარეთ. ბოლოს და ბოლოს, იგრძენით თავისუფლება!

7 მაისს სავსე მთვარეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ, დაისვენებთ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. თუ თქვენს გვერდით ოჯახის წევრებიც იქნებიან, დროს მშვენივრად გაატარებთ.

8-იდან 10 მაისამდე კლებადი მთვარის პერიოდია. თუ ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე პრობლემა შეგექმნათ, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ!

 

ვერძი

ნებისმიერ წინადადებას, რომელსაც ამ პერიოდში მიიღებთ, ეჭვის თვალით შეხედეთ. უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ მცოდნე ადამიანებთან, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ბავშვები გაგაგიჟებენ თავიანთი ახირებებით, მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია. თავი ხელში აიყვანეთ და მოთმინება იქონიეთ!

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ყურადღებით მოეპყარით საკუთარ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებთ, პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მოგიწევთ ზრუნვა ახლობლებზე: ზოგიერთი მათგანი პრობლემებს შეუქმნის არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენც. ნუ დატოვებთ მათ პრობლემებს უყურადღებოთ, ეს საქციელი დაგიფასდებათ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. ეს კვირა კარგია შემოქმედებისთვის (რაიმე კულტურული თუ მატერიალური ფასეულობის შექმნისთვის). გამოიყენეთ ეს დღეები, რათა რაღაც ახალი და უჩვეულო შექმნათ.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კირჩხიბი

შეეცადეთ მაქსიმალურად აქტიური იყოთ სამუშაო საათებში და დასვენების დროს დაისვენეთ, ღამეთ დროულად დაწექით დასაძინებლად. შუა კვირაში შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, თუმცა ნუ დპანიკდებით, არც სესხის ან კრედიტის აღება იჩქაროთ, პრობლემებს თავად მოაგვარებთ ამის გარეშეც.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ლომი

ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმისა – ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. 4-იდან 9 მაისამდე სიურპრიზებისა და საჩუქრების პერიოდი გელით. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ამ დღეებში გაგახარებთ და ბედნიერს გაგხდით. 10  მაისს მიიღებთ შეთავაზებას, რაზეც უარი არ უნდა თქვათ.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

ეს პერიოდი დაძაბულ რეჟიმში ყოფნას გპირდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ბევრი დაუმთავრებელი საქმე გაქვთ. მოთმინება და გამბედაობა იქონიეთ! მათ, ვინც ზაფხულისთვის წონის დაკლებას იწყებს, ვარსკვლავები ურჩევენ, რომ მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს. ბევრი ცდუნება იქნება, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ მათ გაუმკლავდეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

სასწორი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე დამატებით პასუხისმგებლობას სამსახურში. ერთხელ დათანხმდებით, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ თავისტეხა სხვა თანამშრომლების მაგივრად. ახლა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის ძალიან პოპულარული იქნებით. გამოიყენეთ ეს დრო და შანსი მეორე ნახევრის მოსაძებნად, თუ მარტოხელა ხართ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მორიელი

შეეცადეთ ამ დღეებში დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. ადამიანებისგან, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ, თავი შორს დაიჭირეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ. თუ შესაძლებელია შვებულება ან ორდღიანი დასვენება აიღეთ. სტრესისგან გათავისუფლება და ძალების აღდგენა გჭირდებათ!

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ახლა დაგჭირდებათ მთელი ენერგია: ერთდროულად რამდენიმე სერიოზული წამოწყება მოითხოვს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამას გაუმკლავდებით! სასიყვარულო ურთიერთობაში, პირიქით, კონტროლი შეასუსტეთ. ენდეთ თქვენს პარტნიორს, თუ არ გინდათ, რომ დაფრთხეს თქვენი მეტისმეტი ყურადღებით და დაკარგოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

თუ ვინმე ფულის სესხებას გთხოვთ, ჯობია უარი უთხრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემები გელით. კვირის ბოლომდე, სამსახურში მოსალოდნელია საგანგებო მდგომარეობა. მშვიდად აუხსენით ოჯახის წევრებს, რომ ამ დღეებში მათთვის ვერ მოიცლით და სამსახურის საქმეებზე იქნებით გადართული. ამგვარი თავდადება დაგიფასდებათ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მერწყული

თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები შემოსავლის მოტანას დაიწყებს. ამ პერიოდში შემოთავაზებულ საინტერესო წინადადებებზე არც კი დაფიქრდეთ, თანხმობით უპასუხეთ. უფროს თაობასთან ურთიერთობისას შეეცადეთ კომპრომისზე წახვიდეთ. კამათი და ჩხუბი მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

უკვე აღარ შეგიძლიათ გრძნობების დამალვა? თუ გიყვართ – უთხარით! გულწრფელი იყავით სამსახურშიც. შეცდომა თუ დაუშვით, არ შეგეშინდეთ და ამის შესახებ უფროსებს პირდაპირ უთხარით. თქვენი წესიერება პატივისცემას დაიმსახურებს და შეცდომასაც გამოასწორებთ. 9 და 10 მაისს საყვარელ ადამიან(ებ)თან ერთად დაისვენეთ, როგორც მოახერხებთ!

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

nostal.ge

კომენტარები ფეისბუქიდან