„ოცნების“ დეპუტატი ოქრიაშვილი თანაგუნდელების დაპატიმრებას პროგნოზირებს – ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის აზრით, დღევანდელი მმართველი გუნდის ზგიერთი წევრი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი კონკრეტული დანაშაულისთვის მომავალში შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად უნდა ჩაითვალონ. ამის შესახებ მან „რეზონანსთან” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა.

ასეთი დანაშაულის კონკრეტულ მაგალითად, რომელსაც, სავარაუდოდ, დღევანდელი მაღალშინოსნების დაპატიმრება მოყვება, მას ე.წ. დღგ-ს საქმე და ბიუჯეტიდან 700 მილიონის გაქრობა მოჰყავს.

„არ მიკვირს მართველი გუნდი რომ ამბობს, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავსო. რომც გვყავდეს, ვერ აღიარებენ. გვყავს თუ არ გვყავს პოლიტპატიმრები -ეს მეორე თემაა. მაგალითად, გიგი უგულავა კონკრეტული დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, რომელიც მან აღიარა და ახლაც აღიარა საჯაროდ, რომ დიახ, აქვს ეს დანაშაული ჩადენილი.

„ძალიან გახმაურებული თემაა დღგ-ს თემა და შესაძლებელია, რომ მომავალში დღევანდელი მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები საკანში აღმოჩნდნენ. მე არ მჯერა, რომ ეს 700 მილიონი და დღგ-ს თემა ასე სპონტანურად მოხდა და საქართველოში არც რავის არ სჯერა. ისინი, იმისდა მიუხედავად, რომ დღეს მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ფიგურები არიან, ჩემი აზრით, მომავალში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან და არც უნდა ჩაითვალონ პოლიტპატიმრებად, იმიტომ, რომ კონკრეტული დანაშაულია”, – განაცხადა ოქრიაშვილმა „რეზონანსთან” საუბრისას.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე დავას ოპოზიციის სამი წარმომადგენლის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით, იგი მიიჩნევს, რომ ამაშეი პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს, რათა „არჩევნების ლეგიტიმაციაში ეჭვი ვერავინ შეიტანოს”.

„პოლიტიკური პროცესი წინ რომ წავიდეს, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს და არის თუ არ დამნაშავე, არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, შეწყალების გზით უნდა წავიდნენ და საარჩევნოდ უმრავლესობა და ოპოზიციური გაერთიანება უნდა დალაგდეს. ანუ, გზა უნდა გასუფთავდეს და ყველაფერი უნდა მოსუფთავდეს იმგვარად, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაში ეჭვი ვერვინ შეიტანოს. მთავარი ესაა და აქედან გამომდინარე, რადგან მთავარი ესაა, ყველაფერი ამ მიზნისთვის უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

resonancedaily.com