ექსკლუზიური დეტალები სანდრას წინააღმდეგ ქართული ოცნებიდან იქნება…

მმართველ გუნდს საარჩევნოდ უპრიმიტიულესი მოვლენის იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი მაინც იფიქრებს, თუ არა „ოცნება“, ისევ “ნაცები” მოვლენ ხელისუფლებაშიო. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდა, ამ დროს ჩაირთვება ადმინისტრაციული რესურსი და მართალია, დასაქმებული ბევრი არაა, მაგრამ მათი ოჯახის წევრების ჩათვლით, საკმარისი გამოდის“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

მძიმე სიტუაციაა სამეგრელოში. მართალია, ჯერ არ ჩანს და თითქოს პოლიტიკური რუკიდან გაქრა, მაგრამ წინასაარჩევნოდ აუცილებლად გააქტიურდება სანდრა რულოვსი. ის აუცილებლად იქნება ოპოზიციის ფავორიტი და თუ ყველა ოპოზიციური ფლანგი მხარს დაუჭერს, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. ერთ-ერთ კანდიდატად მხარის მოქმედი რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია სახელდება.

ზემო სვანეთის კვოტით სიაში მოხვედრა თითქმის ასი პროცენტით განაღდებული აქვს მოქმედ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს. რეალურად, ჯაფარიძეს არც კონკურენტი ჰყავს და თავის მხარეში სერიოზული რესურსიც გააჩნია, ამიტომ, მისი სიაში ჩასმა ლოგიკურია.

alia.ge

კომენტარები ფეისბუქიდან