„პრემიერის ადგილი, ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა“ – ვინ არის თაკო ჩარკვიანის ახალი ფავორიტი

მივესალმები და დიდ პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო და ახლაც ასე მივიჩნევ, მაგრამ არის პრემიერის ადგილი, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა, – ამის შესახებ  „კანონი და სამართალის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ჩარკვიანის შეფასებით,  გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და ქვეყანამ მისი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს.

„მე მინდა ჩემი აზრი მივაწოდო საზოგადოებას, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ, მსხვილ საფეხურზე დავინახოთ. ეს ახალგაზრდა ადამიანი, ჩემი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მე ვხედავ მის პოტენციალს. მეც საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები მყავს მაგალითად, ირაკლი ღლონტი და გიორგი ცობეხია, რომლებიც არ შეიძლება, რომ მომავალმა საქართველომ მართვაში არ იხილოს. ნორმალური ქვეყანა დაკარგავს ახალგაზრდა გიორგი ვაშაძეს? ვერც დანა–ჩანგლებს მიაძახებენ და ვერც უშიშროების საბჭოს მდივნობას. ამ ბიჭმა გააკეთა იუსტიციის სახლი, რომელიც ევროპაში სალაპარაკო გახდა. ის არის მოწესრიგებული, საოცარი ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ინსტიტუცია ანდო. მივესალმები და დიდ პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო და ახლაც ასე მივიჩნევ, მაგრამ არის პრემიერის ადგილი, რომელიც ზუსტად ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა“, – აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.

https://mediapress.ge/

კომენტარები ფეისბუქიდან