ხელისუფლებას შემოაქვს კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში

“ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს ნორმა ამ კანონპროექტში:
-“საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში,
აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

ამას ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, პარლამენტის თანხმობის გარეშე.

მოკლედ, მინიდიქტატურაა. თუმცა, რაღა მინი:((” – წერს რომან გოცირიძე

მთავარი გვერდი