მმართველ გუნდს საარჩევნოდ უპრიმიტიულესი მოვლენის იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი მაინც იფიქრებს, თუ არა „ოცნება“, ისევ “ნაცები” მოვლენ ხელისუფლებაშიო.

„ეს არის ის გათვლაა, რომელზეც „ოცნებაში“ ყველა თანხმდება. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ნაციონალებსა და ევროპულ საქართველოს მხარდამჭერები ძალიან ცოტა ოდენობით ჰყავთ, მაგრამ შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს. ამ დროს ჩაირთვება ადმინისტრაციული რესურსი და მართალია, დასაქმებული ბევრი არაა, მაგრამ მათი ოჯახის წევრების ჩათვლით, საკმარისი გამოდის“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

პარალელურად, “ოცნება” მოლაპარაკებებს აწარმოებს ცნობილ ადამიანებთანაც, მათ შორის იმ გუნდიდანაც, რომლებიც წლებია სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული.

მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამირან გამყრელიძესთან, რომელსაც დეპუტატის მანდატის გარდა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ახლავე სთავაზობენ. „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ის დეპუტატობის წინააღმდეგია, თუმცა თავისი კანდიდატი ჰყავს და სურს, რომ სიაში მის ნაცვლად, მისი შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ჩასვან.

ალია