შეერთებულმა შტატებმა 33 ჩინური კომპანია და დაწესებულება „შავ სიაში“ შეიყვანა

შეერთებული შტატების განცხადებით, 33 ჩინურ კომპანია და დაწესებულება ე.წ. ეკონომიკურ შავ სიაში შეიყვანა. ამერიკის მტკიცებით, ეს კომპანიები ოფიციალურ ჩინეთს უიღურების უმცირესობის წარმომადგენლების თვალთვალში ეხმარებიან, ან მათ კავშირი აქვთ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან და მასობრივი განადგურების იარაღთან – წერს Reuters.

ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, შვიდი კომპანია და ორი ინსტიტუტი შავ სიაში იმის გამო შეიყვანეს, რომ „უიღურებისა და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ ჩინეთის რეპრესიების, მასობრივი დაკავებების, იძულებითი შრომისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის კამპანიის თანამონაწილეები იყვნენ“. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, კიდევ 20-მდე სხვა კომპანია, სამთავრობო ინსტიტუტი და კომერციული ორგანიზაცია ჩინეთის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენას უწყობენ ხელს.

„შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიებს შორისა მოხვდა NetPosa. ის  ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩინური კომპანიაა, რომელის შვილობილი კომპანია სახეების ამოცნობის ტექნოლოგიებზე მუშაობს.

წყარო: https://uk.reuters

კომენტარები ფეისბუქიდან