თენგიზ ცერცვაძე „ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება? – რას ამბობს კალაძე

პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ე­რის მოს­მე­ნა­ზე მი­სულ კახა კა­ლა­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­კი­თხვე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის შესახებ დაუსვეს და კითხეს, განიხილება თუ არა თენგიზ ცერცვაძის ჩასმა ამ სიაში:

“არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ინ­ფე­ცი­ო­ნის­ტი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ვინ იქ­ნე­ბა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სი­ა­ში, მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება თენგიზ ცერვაძის პოზიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა გამორიცხულია, რადგან მისი ინტერესის სფეროს არასდროს არ წარმოადგენდა.

“მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე” – აღნიშნა ცერცვაძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან