ბოტებისა და ტროლების ისტორია ასე მარტივად არ დასრულდება. ვიღაცას თამაში ჰგონია – წაშლის ფეისბუქი ამ გვერდებს და მორჩება გართობა. ასე არ იქნება. დადგება დღე, როცა ამ ამბავზე გამოძიება დაიწყება. ტროლებს უნდა გესმოდეთ, ხელფასი, რომელსაც იღებთ, წარმომავლობა აქვს. გასარკვევი იქნება, რა ფულით ფინანსდება რუსული პროპაგანდა საქართველოში; რა ფულით ფინანსდება ადამიანებსა თუ ორგანიზაციებზე შტურმი; ვინ დგას ამ ყველაფრის უკან; ჩვენივე ფულით ხომ არ აფინანსებენ ჩვენსავე ლანძღვასა და ტერორს. მოკლედ, ძმებო და დებო, ჩვენების მიცემა მოგიწევთ – სად მუშაობდით, ვინ და რამდენს გიხდიდათ, რას გავალებდნენ, ვინ იყო თქვენი უშუალო უფროსი და ა.შ. ისიც ვიცით, რომ ამაზე ნაფიქრი გაქვთ და სქრინებსაც კარგად ინახავთ, აუდიოჩანაწერებსაც და ზოგიერთი თქვენგანი -ვიდეოკომპრომატებსაც. ფიქრობთ, შეგეხებიან – ჩაიყოლებთ. სწორადაც ფიქრობთ – დიახ, შეგეხებიან და ჩაიყოლებთ. ზუსტად ასე იქნება. მაგრად მოუჭირეთ ხელი მაგ ფლეშკებს, გამოგადგებათ. თვითონვე მოუღებთ ერთმანეთს ბოლოს, როგორც კი ამის დრო დადგება. ბოროტებას აკეთებთ ყოველდღიურად – კონკრეტული ადამიანებისა და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ცხოვრობთ.
მოკლედ, მაგ კლავიატურის ნაცვლად ერთ დღეს კალამს დაიჭერთ და დაწერთ. თუ გინდათ, ეს სტატუსიც დასქრინეთ.
ვახო სანაია