ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა – გახარია (ვიდეო)

გიორგი გახარიამ პარლამენტარების კითხვებზე პასუხისას დეპუტატების წინაშე სამედიცინო ტერმინების ცოდნა გამოავლინა.

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ამ სეროპრევალენტურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ რეგიონში სეროპრევალენტური კვლევა და ეს სეროპტრევალენტური კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. რეალურად, 2 G და M ანტისხეულის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავარი

კომენტარები ფეისბუქიდან