SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადადეს

SpaceX-მა და NASA-მ ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადადეს

SpaceX-ის მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. შემდეგი მცდელობა შაბათს, 30 მაისს შედგება.

SpaceX-ი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც ადამიანებს კოსმოსში აგზავნის და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს.

ასტრონავტები – რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწის ორბიტაზე 28 მაისს, თბილისის დროით 00:33 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

იმედინიუსი

კომენტარები ფეისბუქიდან