პაატა იმნაძე: „კონდიციონერის გამოყენება საშიშია არა მხოლოდ ტრანსპორტში!“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება კორონავირუსის გავრცელების რისკის კუთხით საშიშია.

იმნაძე განმარტავს, რომ თუ კონდიციონერი დახურულ სივრცეში არსებულ ჰაერს „ატრიალებს“ – ეს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

„ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ – სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული ყველა მონაცემით არის მაღალი რისკის შემცველი.

თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება და თუ მას არ აქვს სისტემები, რომლებსაც გარეთ გააქვს ჰაერი … ასეთი არ არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერებისა, რომელსაც საყოფაცხოვრებო კონფიციონერები ჰქვია – მათი გამოყენება საშიშია“, – ამბობს იმნაძე.

მისივე განმარტებით, არსებობს კონდიცირების სხვა სისტემებიც, ისეთი, როგორიც თვითმფრინავებში და ლაბორატორიებშია. იმნაძე ყვება, რომ ასეთ სისტემებს ე.წ. ჰეპაფილტრები აქვს – ფილტრები, რომლებიც ვირუსებს აკავებს.

ჩვეულებრივ კონდიციონერებში კი მტვრის დასაჭერი ფილტრებია, რომლებიც ვირუსებს ვერ აჩერებენ.

კომენტარები ფეისბუქიდან