ქალბატონო ნინო, არ გრცხვენიათ? – დავით ჩიხელიძე

“დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმიანება:

“ოპოზიციის კოლექტიური ამნეზია. მინდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოვეხმაურო, ბოდიში ქ-ნო ნინო, მაგრამ ენას ვერ გავაჩერებ, ყოველთვის მექნება კითხვები უთავმოყვარეო (თქვენ რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს უწოდებთ) ადამიანთა გაერთიანებასთან დაკავშირებით! არ ვიცი ვინ გირჩიათ აღნიშნული განცხადების გაკეთება, მაგრამ მერწმუნეთ თქვენი კეთილისმსურველი, მსგავსი უშინაარსო, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი, ღირსებაშემლახავი განცხადების გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევდათ.

ალბათ განცხადების გაკეთებისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავდით, თქვენი განცხადებით „ენის გაჩერებისკენ“ პირველ რიგში ბატონი ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ოჯახს მიაყენეთ შეურაცხყოფა, თუ არ გახსოვს შეგახსენებთ, რომ ეს ორი ადამიანი 26 მაისის აქციის დროს გარდაიცვალა, თქვენ კი დღეს სწორედ მკვლელებთან ხართ კოალიციაში, გაჩუმების (შეცდომის აღიარების) ნაცვლად, საზოგადოებას მენტორული ტონით მიმართავთ და კითხვის დასმას უკრძალავთ. არ გრცხვენიათ? ადრე თქვით, რომ თქვენი მისაბაძი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერი იყო, მარგარეტ ტეტჩერობა პრინციპულობით განისაზღვრება და არა მარგალიტის მძივით! –  აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

მთავარი გვერდი

კომენტარები ფეისბუქიდან