„უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ ინფიცირების, გარდაცვალების და რთული ქვეყნების რიცხვი გაიზრდება“- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო! – ამის შესახებ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.
„უახლოეს დღეებში ველოდებით, რომ ინფიცირების, გარდაცვალების და რთული ქვეყნების რიცხვი გაიზრდება… ჩვენ მივედით ასეთ შეფასებამდე, COVID19 შეგვიძლია პანდემიად მივიჩნიოთ“ – განმარტა მან.

პანდემია არის ძლიერი ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომენტარები ფეისბუქიდან