მამის მკვლელობაში ბრალდებული დები ხაჩატურიანების საქმეზე სასამართლონ ვერდიქტი გამოიტანა – გამაოგნებელი დეტალები 

გამომძიებლებმა დაასრულეს საგამოძიებო სამუშაოები ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე – მიხაილ ხაჩატურიანის მკვლელობაზე, მისი სამი ქალიშვილის მიერ – კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანების.ორი უფროსი და ბრალდებულად ცნეს განზრახ მკვლელობაში, უმცროსმა კი იძულებითი მკურნალობა უნდა გაიაროს. გოგონების

დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ გოგონები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ მამის ძალადობისგან და ნაფიცი მსაჯულების მოთხოვნას გეგმავს.

საბოლოო ვერდიქტი სასამართლოზეა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ განზრახ მკვლელობა დასტურდება, მოტივი იმდენად თვალსაჩინო და გამაოგნებელია, საზოგადოებას უჭირს ამ ფაქტს განზრახ მკვლელობა უწოდოს მხოლოდ. მით უმეტეს, რომ სულ უფრო და უფრო გამაოგნებელი დეტალები ჩნდება სააშკარაოზე.

გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა – დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. ძიების დროს დადგინდა, რომ მამა ძალადობდა შვილებზე წლების განმავლობაში, იგულისხმება სექსუალური ძალადობა, ასევე სიკვდილის მუქარა და ფიზიკური ძალის გამოყენება.

მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ძიების თანახმად, 2018 წლის 27 ივლისს მოსკოვში, საკუთარ სახლში იპოვეს 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანის ცხედარი, მრავლობითი ჭრილობებით კისრისა და მკერდის არეში (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ჭრილობების რაოდენობა
36-დან 45-მდე იყო). პოლიციამ ამოიღო ბინიდან დანა, აბებით სავსე კოლოფი, ჩაქუჩი, არბალეტი, პისტოლეტი, სასიგნალო რევოლვერი ნაგანი, სანადირო თოფი ტყვიებით.

მეორე დღეს დააპატიმრეს მოკლულის სამი ქალიშვილი. დაკითხვისას მათ აღიარეს დანაშაული და ოფიციალურად წარუდგინეს ბრალდება.წყარო:genews.ge

კომენტარები ფეისბუქიდან