იაფი ტაქსის აპლიკაციით გამოძახება შესაძლებელია უახლოეს მომავალში საერთოდ გაუქმდეს!

ახლო მომავალში შესაძლებელია ე. წ. “იაფი ტაქსის” აპლიკაციით გამოძახების სერვისი საერთოდ გაუქმდეს, საქმე კი იმაშია, რომ ტაქსო კომპანიები დაქირავებული მძღოლებისგან საკმაოდ დიდ პროცენტს იტოვებენ, ნორმალური საწვავის ფასიც გაზრდილია და ამიტომ ამ კომპანიებში დასაქმებული მძღოლების უკმაყოფილებაც დღითი დღე მატულობს, რადგან მათ მგზავრის გადაყვანაში საშუალოდ 1 ლარი რჩებათ. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად tvm news-ის მედია სააგენტოს მიაწოდა ტაქსი მაქსიმის უკმაყოფილო მძღოლმა, რომელმაც ისიც გაგვიმხილა, რომ მათ უკვე ხელმძღვანელობასთან ამ საკითხებზე შეხვედრაც ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ ტაქსოკომპანიები პროცენტის დაწევას არ აპირებენ და ასეთ შემთხვევაში გამოძახების აპლიკაციით მოსარგებლე მგზავრებს საგრძნობლად გაეზრდებათ მგზავრობის ფასი. როგორც მძღოლთან ინტერვიუს დროს გაირკვა, მათ დამსაქმებელი კომპანიისგან არანაირი შეღავათი არ გააჩნიათ, თუ საკუთარ მანქანებს სარეკლამო ჭრელა-ჭრულა სარეკლამო ბანერები არ ააკრეს, რაც ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებს არ აწყობთ, რადგან ამით მათი ავტომობილი ზიანდება და მახინჯდება. სამწუხაროდ თუ მალე რაიმე ოპტიმალური გამოსავალი არ მოიძებნა იაფი ტაქსები: მაქსიმი, იანდექსი და სხვები საერთოდ შეწყვეტენ ფუნქციონირებას. ამიტომ ალბათ სახელმწიფომ უნდა ითავოს მათ შორის შუამავლის როლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები უბრალოდ გააუქმებენ აპლიკაციით გამოძახების სერვისს და გადავლენ მგზავრების უშუალო ტრანსპორტირებაზე გაორმაგებული ფასებით, რაც ჩვენს ისედაც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვებათ და შესაძლებელია მოსახლეობის საშუალო ფენამ საერთოდ შეწყვიტოს ტაქსით მგზავრობა.

კომენტარები ფეისბუქიდან