შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში შესაძლოა FBI-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს!

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიების საქმეში საქართველოს პროკურატურამ შესაძლოა დახმარება ამერიკელ კოლეგებს სთხოვოს და FBI-ის ფედერალური სამსახურის ჩართვა ყველაზე დიდ იმედს იძლევა, რომ ეს ვერაგული მკვლელობა არ დარჩება სხვა საქმეებივით გამოუძიებელი. თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია რა პოზიციას დაიჭერს შაქარაშვილების ადვოკატი: მირიან ნიკოლაძე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ ენდობა უცხოელ ექსპერტს და მას რბილად, რომ ვთქვათ კომპეტენციას უწუნებს. უცხოელი ექსპერტი არ მოწონს და ადვილი შესაძლებელია ამერიკული სპეც სამსახურის პროფესიონალიზმიც ეჭვქვეშ დააყენოს. ვნახოთ პროკურატურის მოთხოვნილ გონივრულ დროში რა შეიცვლება და კიდევ რა ახალი გარემოებები გამოვლინდება. ჟურნალისტების პოზიციიდან კი ვიტყვი, რომ ზოგადად ჟურნალისტური მიუკერძოებელი გამოძიება ნამდვილად არ ჩამოუვარდება არც კვალიფიკაციის დონით და არც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით სხვა გამოძიებებს.

კომენტარები ფეისბუქიდან