უკვე მეორე რეზონანსულ და ბურუსით მოსილ ტრაგიკულ შემთხვევაზე, საქმის ადვოკატი FBI-ის სპეციალური სამსახურების ჩართვას აპირებს!

მორიგი ბურუსით მოცული მკვლელობა, თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა. 23 წლის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი. დღემდე არ ვიცით მოკლეს, თუ თავი მოიკლა, თუმცა მისი ოჯახი შვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს და ასევე დიდ უნდობლობას უცხადებს ქვემო ქართლის საგამოძიებო ბიუროს და საქმის თბილისში გადატანას მოითხოვს. გარდაცვლილის ადვოკატი: მიხეილ რამიშვილი კი ამ ბურუსით მოსილ საქმეში აშშ-ს საგამოძიებო სპეციალური სამსახურების ჩართვას გეგმავს, რადგან პროკურატურამ დღემდე ვერ მოახერხა გარდაცვლილი გოგონას ბოლო მოდელი მაკბუკის გახსნა. ასევე ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით ვრცელდება ის ინფორმაციაც, რომ სანამ შემთხვევის ადგილზე მიიყვანდნენ უკვე გარდაცვლილ თამარს რომელიღაც ავტოფარეხში მალავდნენ, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს ამაზე პასუხი მხოლოდ ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს საზოგადოებას.

ჩვენი მედია სააგენტო დიდი გულისტკივილით უსამძიმრებს ოჯახს, ახალგაზრდა, უნიჭიერესი და ულამაზესი გოგონას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და გამძლეობას უსურვებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტრაგედიაც და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაც ძალიან მალე გაიხსნება და მკვლელები უმკაცრესად დაისჯებიან.

კომენტარები ფეისბუქიდან