საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა!

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ ფარანვანში, თბილისის დროით 23:21 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს.

კომენტარები ფეისბუქიდან