თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარ თავს სელფი გადაუღო!

მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ გარდაცვალებამდე, სახლიდან გასულმა თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ თავს რამდენიმე სელფი გადაუღო და სწორედ ამ ფოტოების ხილვის შემდეგ ადვოკატს გაუმყარდა ის ვერსია, რომ გოგონა ფოტოზე სიცოცხლითსავსე იერით გამოიყურებოდა და ამით, თუ ვიმსჯელებთ იგი თავის მოკვლას საერთოდ არ აპირებდა. მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი გოგონა საკმაოდ მყარი ფსიქიკის ადამიანი იყო და ამიტომ მისი სახლიდან გატყუებაც არ იქნებოდა ადვილი, რომ არა ნდობა იმ ადამიანის, ან ადამიანების და ორგანიზებული შეთქმულება მის წინააღმდეგ, რასაც სამწუხაროდ ემსხვერპლა თამუნას სიცოცხლე.