თბილისი არტ-ჰოლი შესაძლოა ახლო მომავალში გასხვისდეს და კულტურულ-შემეცნებითი საქმიანობის სტატუსიც შეეცვალოს ახალ მფლობელთან ერთად!

TVM NEWS-ის ჟურნალისტს სანდო წყარომ აცნობა ის, რომ თბილისი არტ-ჰოლი, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, დადიანის N 26-ში და სადაც 5000-მდე ბავშვი იღებს კულტურულ განათლებას, ასევე გახსნილია უამრავი შემეცნებითი წრე და აქვს დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც ტარდება მრავალი, ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო და საამაყო ღონისძიება, სამწუხაროდ შესაძლოა უახლოეს პერიოდში არა მხოლოდ გასხვისდესს, არამედ მას შეეცვალოს კულტურული მნიშვნელობაც და ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, ფოლკლორს, ნაციონალურ ცეკვებს და ზოგადად კულტურულად ვითარდებიან შესაძლოა დაეჩნენ ჰაერში. ცალკე თემაა დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების და ასევე შემოქმედებითი პერსონალის უმუშევრად დარჩენა, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დარჩება უსამსახუროდ ამ პანდემიის დროს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამაზე ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რადგან არ გვგონია, რომ ამ მოახლოებული არჩევნების დროს არტ-ჰოლის დახურვა მათზე დადებითად იმოქმედებს. მითუმეტეს, რომ შენობის ამჟამინდელი მესაკუთრე ბადრი წილოსანი გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის მამა, რომელსაც დამერწმუნებით ალბათ, რომ ფინანსების უქონლობით არ აქვს გადაწყვეტილი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობის გასხვისების გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა რა საბაბითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ თბილისი არტ-ჰოლის კულტურული სტატუსის შეცვლა და თუ მან მესაკუთრე გამოიცვალა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველაფერი დარჩება უცვლელად და კვლავაც გაგრძელდება უკვე დაგეგმილი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, რომელიც დროებით შეჩერდა კორონა პანდემიის დროს. ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს კიდევ ერთი კულტურული მნიშვნელობის კერა.

კომენტარები ფეისბუქიდან