ბრენდული კონკურსების ახალგაზრდა ორგანიზატორი: გიორგი მასხულია ნოემბერში “მის და მისტერ თბილისის” კონკურსისთვის ემზადება!

TVM NEWS-ის ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ კორონა პანდემიის გამო ნოემბერში გადაიტანეს სილამაზის კონკურსი: “მის და მისტერ თბილისი”, რომელიც 17 სექტემბერს უნდა გამართულიყო. სწორედ ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით კონკურსის ავტორს და ორგანიზატორ: გიორგი მასხულიას. გთავაზობთ მასთან და ასევე კონკურს მის აჭარას გამარჯვებულ: თამთა ქათამაძესთან ინტერვიუს მოკლე ჩანაწერს:

გიორგი მასხულია

“საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, განვითარებული ეპიდემიისა და შეზღუდვების გამო სამწუხაროდ გადავდე მის და მისტერ თბილისი.  უკვე შეუძლებელია ჩვენ ქვეყანაში რამე აკეთო, რადგან ვფიქრობ რომ სარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მაქინაცია ეს ყველაფერი, და იმედია მალე დასრუდლება. ყველზე მეტად კონკურსის და ივენთ საღამოების ორგანიზატორები ვიჩაგრებით, ჩვენი შემოსავალი სწორედ ეს ივენთებია და სახელმწიფო ამ დიდ ზარალს არც 100% დან მინიმუმსაც, თუნდაც 30%-საც არ გვინაზღაურებს.”

Miss Adjara 2020 თამთა ქათამაძე:

“სამოდელო სააგენტო Golden Brand-ში, რამდენიმე წელია ვმოღვაწეობ როგორც ფოტო მოდელი, ასევე სააგენტოს პროექტებში, როგორიცა მისტერ ვალენტინი, მის და მისტერ გოლდენ ბრენდი, მის და მისტერ თბილისი, კონკურსის სპონსორი და საპატიო ჟიურის წევრი გახლავართ, ასევე 2018/ წელს ბაქოში ჩატარებულ კონკურსში “მისის დედი”-ს ტიტული მერგო და ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ფესტივალზე ჩემი აზრით წარმატებით ვასახელე, რაც შეეხება მის აჭარას, მე ქობულეთელი ვარ და ძალიან მიყვარს აჭარა და აჭარელები. ჩემთვის ეს ტიტული ყველზე დიდი წარმატება და ღირსებაა.

Miss Adjara 2020
ქობულეთელი გოგონა: თამთა ქათამაძე გახდა, რომელიც დეკემბრის თვეში წარსდგება ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე როგორც მის აჭარა.

მნიშვნელოვან ფესტივალზე შევიმოსები აჭარული სამოსით, რომელსაც სპეციალურად ჩემთვის შექმნის ჩოხა ჯის დიზაინით, უნიჭიერესი ქართველი დიზაინერი: ბატონი ნუგზარ კვანტალიანი, რისთვისაც მას ვუხდი მადლობას.”

Miss Adjara 2020 თამთა ქათამაძე

“მე მიყვარს ეს სფერო, ქალს ჩემი აზრით მოდა და ესთეტიკა მის ცხოვრებაში პირველ საფეხურზე უნდა ეყენოს რომ სასურველი და ესთეტიურად ლამაზი იყოს. მიხარია, რომ გავიმარჯვე და ბაქოში ჩემი ქვეყნის სახელით წარვსდგები და იმედი მაქვს ვასახელებ საქართველოს. კონკურსში მონაწილეობისთვის
მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორს გიორგი მასხულიას
და დირექტორს: ქალბატონ ლანდა მასხულიას.”

კომენტარები ფეისბუქიდან