ლელოს ქალთა საბჭოს წევრებმა დღეს ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს! (ვიდეო)

დღეს ლელოს ქალთა საბჭოს წევრებმა ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მხარი დაუჭირეს კოლეგებს ზუგდიდის ოფისიდან, რომლებსაც ოცნების მხარდამჭერებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით დაშანტაჟება მოუნდომეს. ლელოს წევრებმა გააპროტესტეს ეს უღირსი საქციელი და კოლეგების დასაცავად ყველა შესაძლო კანონიერ ქმედებას მიმართეს. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ უკვე მოითხოვეს ამერიკის ელჩთან შეხვედრა, ვინაიდან ისიც ქალბატონია და სოლიდარობას გამოუცხადებს უსამართლო აგრესიის მსხვერპლ ქალებს, ასევე სახალხო დამცველის ჩართვაც და ზოგადად ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისაც არ ეშინია ხელისუფლების ანგარიშწორების მოუწოდეს გვერდში დგომა. ქალბატონმა ლანამ ბოლოს განაცხადა, რომ ქართული ოცნება 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება და მათ უსაზღვრო ბოროტებას და პოლიტიკური ნიშნით შურისძიებასაც მალე დაესმება წერტილი.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3289566361164484&id=507525832684691

გთავაზობთ უღირსი ადამიანების მიერ ლელოს წევრი ქალებისთვის გაგზავნილი მესიჯების სქრინებს: