ნატოდან აშშ-ის გასვლა ომის დაწყების მომასწავებელია

სპეციალისტების აზრით,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამჟამად ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის,  რაც კი ოდესმე ჰქონია შექმნიდან  დღემდე. ალიანსმა, ფაქტობრივად,  დაკარგა თავისი არსებობის მიზნები, რომლებშიც დეკლარირებული იყო აშშ–ის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და  მის მოკავშირეებთან.

ნატოს სამხედრო მანქანა შეიქმნა საბჭოთა კავშირთან გლობალურად დასაპირისპირებლად მორიგ დიდ ომში _ იმხანად არსებული სამხედრო ტექნოლოგიებით მმართველი ელიტებისა და მხედართმთავრების პოლიტიკურ- ეკონომიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთი თავისი ბომბდამშენების არმადით, მრავალ რიცხოვანი საველე არმიებითა და უზარმაზარი ფლოტებით შეძლებდა საბჭოთა კავშირის დამარცხებას და“ დოლარის” ეკონომიკურ წესებზე დათანხმებას, რომლებიც ამერიკამ თავს მოახვია მსოფლიოს ბრეტონ–ვუდსის სავალუტო სისტემის ფორმატში და  აშშ–ის დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტად იქცა. სტალინს კი ქვეყნის განვითარების სულ სხვა გეგმა ჰქონდა  და ამერიკული კაპიტალის წინადადებაზე უარი განაცხადა.

აქ უნდა გავიხსენოთ, როგორ  დაუნდობლად გაუსწორდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი სატელიტები  ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აყვავებულ სახელმწიფოებს, როგორც კი მათ განაცხადეს, რომ მზად არიან,  გადავიდნენ ენერგომატარებლებით ვაჭრობისას დოლარით ანგარიშსწორებიდან ოქროს დინარებზე. ანგარიშსწორებისას დოლარზე უარის თქმა კატასტროფულად გამოუთხრიდა ძირს აშშ-ის ეკონომიკას და მნიშვნელოვნად გააუფასურებდა დოლარს, როგორც საერთაშორისო საანგარიშსწორებო საშუალებას.

ვაშინგტონის რეაქცია, როგორც გვახსოვს, ელვისებური იყო: 1990-იან წლებში ეს იყო ავიამზიდი ჯგუფები, “ტომაჰავკები”, “სტელსები”, ხოლო, როცა პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში წარმოიქმნებოდა დიდი დანაკარგების რისკი, უკვე 2000-იან წლებში, აამოქმედებდნენ  “ფერადი რევოლუციების” მექანიზმებს, “დასამუშავებელ” ქვეყანაში იმავე დოლარის მეშვეობით მოისყიდიდნენ მოქალაქეებსა და თვით მმართველებს,  რომლებიც კაპიკების ფასად ემორჩილებოდნენ მტრის ნებას და ანგრევდნენ თავიანთ სახელმწიფოებს.

XX საუკუნის შუა წლებში ვერავინ წარმოიდგენდა ისეთ ვითარებას, როცა დოლარის დახმარებითა და ოპოზიციის ხელით შესაძლებელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაგდება, ამიტომ საბჭოთა კავშირის დამარცხება წარმოდგენილი ჰქონდათ მხოლოდ დიდი ომის ფორმატში. ამისთვის 1949 წელს აშშ-მა ალიანსის ეგიდით შეკრიბა 12 სახელმწიფო, რომლებიც უარს არ ამბობდნენ, სარგებელი ენახათ საბჭოთა კავშირის დანგრევით.

1982 წლამდე (იმ მომენტამდე,  როცა ჯერკიდევ შეიძლებოდა ალიანსის  არსებობისახსნა) ნატოში კიდევ მიიღეს 16 სახელმწიფო.  შემდეგ კი საბჭოთა კავშირი გაქრა და დოლარმა გამარჯვებით  დაიწყოსვლა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ნატომ, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, დაიწყო გაფართოება: 1999-დან 2000 წლამდე ალიანსის სტრუქტურას დაემატა კიდევ 12 ქვეყანა, რომლებიც ადრე სოციალისტურ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ, მათ შორის 3  სახელმწიფო, ადრე საბჭოთა კავშირში შემავალი (2017 და 2020 წლებში ნატომ კიდევ მიიღო 2 პატარა ქვეყანა, მაგრამ მათი მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით ისე უმნიშვნელოა, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრება უფრო პოლიტიკურ აქტად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ალიანსის საბრძოლო პოტენციალის განმტკიცებად).

და აქ ნატოს არსებობას წერტილი უნდა დასმოდა. არ არსებობამ მძლავრი  მტრისა საბჭოთა კავშირის სახით,  ნატოს წევრიზოგიერთი სახელმწიფოს  ხელისუფლების ყურადღება შეასუსტა ორგანიზაციის იმ მოცულობით დაფინანსების მიმართ,  როგორიც აღნიშნულია ალიანსის წესდებაში. თავი იჩინა უთანხმოებამ _ სადღაც ფარული ფორმით, სადღაც აშკარად. ნატოს წევრებს შორის დაიწყო კონფლიქტები, რომლებიც ჯერ არ გადაზრდილა შეუქცევად პროცესში, მაგრამ ყველა ხვდება, რომ “ჯერ”.

აშშ–ში ალაპარაკდნენ ევროპაში ნატოს ობიექტების არასამართლიანდა ფინანსებაზე, ევროპის სახელმწიფოებს კი უსაყვედურეს, რომ არ სურთ  თავიანთი უსაფრთხოების დაცვა რუსული საფრთხისგან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც არ უწყობდა ხელს არმიის დაფინანსებასა და შენარჩუნებას, როცა თითოეულ ქვეყანაში მოუგვარებელი იყო უამრავი აქტუალური პრობლემა, თანაც ძლიერი მტერი, როგორც ასეთი,  არარსებობდა.

განგაშის პირველი ზარი 2008 წელს გაისმა, როცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიძულეს საქართველო, დაეცვა მშვიდობა, კიდევ უფრო შეშფოთდა დასავლეთი 2014 წელს, როცა საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად რუსეთმა მიიერთა ყირიმი, ხოლო უკრაინამ ომი დაიწყო საკუთარ ხალხთან დონბასში. ნატოს ანალიტიკოსებმა მთელი თავისი მშვენიერებით დაინახეს “ჰიბრიდული ომის” ელემენტები, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ინტერესებში ადრე შემავალი სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართ აშშ-ისა და ნატოს მოქმედებების პასუხი იყო.

შემდეგ იყო 2015 წელი და სირიაში რუსეთის განსაცვიფრებელი მოქმედებები, რომლებმაც სირიას საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა და რუსეთის სახით სტრატეგიული მოკავშირე შეეძინა ახლო აღმოსავლეთში.

ამჟამად რუსეთი “ჰიბრიდული” პასუხის გაცემას ცდილობს რამდენიმე რეგიონში დაწყებულ “ფერად რევოლუციებზე”. ამ ქმედებებით გამოწვეულმა წარმატება მაიძულა აშშ–ის ხელისუფლება, საფუძვლიანად  გადაეხედა თავისი დამოკიდებულებისთვის ნატოს წევრობის მიმართ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე დაიწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2018 წელს განზრახული ჰქონდა, განეცხადებინა ნატოდან აშშ-ის გასვლის შესახებ და ამისთვის არსებობდა სერიოზული საფუძველი. საქმე ის არ არის, რომ ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 23 ორგანიზაციის ბიუჯეტში არ იხდის მოთხოვნილ თანხას, ხოლო აშშ ორჯერ მეტს იხდის, პრობლემა სხვა სიბრტყეზე დევს.

ჯერ კიდევ 2016 წელს ტრამპი აცნობიერებდა, რომ “ნატო მოძველდა”,  ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა ტერორიზმი, ვიდრე რუსეთი.  მაგრამ “ნატოში არ მსჯელობენ ტერორიზმთან ბრძოლაზე, და ნატოს დანიშნულება არ არის ტერორისტებთან ბრძოლა, ალიანსში არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტერორიზმთან ბრძოლა”.

2016 წელს ტრამპი უკვე აცნობიერებდა, რომ ომის წარმოების ფორმებისა და ხერხების ცვლილება ან შეიარაღებული გზით მიზნის მიღწევა უკვე იმ დონეზეა, როცა აზრი აღარ აქვს უზარმაზარი არმიის ყოლას, როგორც ეს იყო ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პირობებში. ამჟამად ამოცანების ძირითადი მასა წყდება მაღალი სიზუსტის იარაღითა და სპეციალური ოპერაციების ძალებით, რომლებიც ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მაღალი სიზუსტის იარაღი და სპეციალური ოპერაციების ძალები აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ზურგს უმაგრებს შეიარაღების უფრო გლობალური სისტემა, კონკრეტულად, სარაკეტო-ბირთვული, რომელსაც შეუძლია, მტერს გაუქროს სურვილი, თავს დაესხას ქვეყნის ტერიტორიას. გამოდის, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ამჟამად აქტუალური არიან მხოლოდ ის ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, გლობალურად დაარტყან (ბირთვული შეკავების ძალები), ან ძალები, რომლებსაც შეუძლიათ წერტილოვანი დარტყმებით მუშაობა ტერორისტული ხასიათის საფრთხეების წინააღმდეგ (სპეციალური ოპერაციების ძალები). ასეთ ძალებს სრულად ფლობს მხოლოდ სამი ქვეყანა: აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ყველა დანარჩენი, მაგალითად, სამხედრო ფორმირებები ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს წარმატებას ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში, ისევე, როგორც ვერ უზრუნველყოფენ წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ წერტილოვანი დარტყმებით მუშაობისას, ამიტომ ჩნდება კითხვა _ რისთვის უნდა შეინახონ ამერიკელებმა ნატო, თუ ყველა საკითხის გადაწყვეტა საკუთარი ძალებით შეუძლიათ?

და აქ უნდა გავიხსენოთ, რომ აშ შყოველთვის მდიდრდებოდა მსოფლიო ომების შედეგად, რომლებიც ტრადიციულად ხდებოდა ევროპაში. და  ესომები იწყებოდა აშშ–ის (დიდ ბრიტანეთთან ერთად) პროვოკაციული მოქმედებებით. ეს ორი ქვეყანა იყო ბენეფიციარი მსოფლიოში გაჩაღებული ხოცვა–ჟლეტისა _ სარგებელს ნახულობდა ჯერ იარაღის, შემდეგ დანგრეული  ევროპის აღსადგენად საჭირო რესურსების გაყიდვით. აშშ ყოველთვის იყო,  არის დაიქნება დაინტერესებული, რომ  ევროპა მასზე იყოს დამოკიდებული. ამ დამოკიდებულებას კი აღწევს მსოფლიო ომებით გამოწვეული ნგრევითა და ადამიანების ტანჯვით.

და აი რა გამოდის: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობამ აზრი დაკარგა,  მაგრამ ის არ გაუუქმებიათ,  პირიქით _ მნიშვნელოვნად გაფართოვდა  ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრების,  დასავლეთ ევროპისთვის ტრადიციულად უცხო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე. შემდეგ ევროპის 28 ქვეყანა გაერთიანდა ევროპის ეკონომიკურ კავშირში და შემოიღეს ერთიანი ვალუტა. ამ ყველაფერში ყოველთვის ჩანდა აშშ–ისმმართველი ხელი. შემდეგ გაჩნდა “მულტიკულტურა” და ცეცხლში გახვეული (ვაშინგტონის ქმედებების შედეგად) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაძრული ლტოლვილთა ნაკადები ევროპისკენ. და ახლა ევროპას აქვს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ვითარების აფეთქება. ამასთანავე, აშშ–მა რუსეთის წინააღმდეგ გაააქტიურა  ევროპაში განლაგებული თავისი სამხედროების პროვოკაციული მოქმედებები _ ეს არის რუსეთისბსაზღვრებთან სახმელეთო ჯარების სწავლებები საბრძოლო სროლებით,  აგრეთვე, სადაზვერვო და თვითმფრინავებისა და რაკეტმზიდი ბომბდამშენების ფრენები. თუ ასეთი პროვოკაცია გამოიწვევს შეიარაღებულ კონფლიქტს, დაზარალდება არა ამერიკა, არამედ ის ქვეყანა, რომელიც სიამოვნებით მასპინძლობს ოკეანისგაღმელ სტუმრებს, და ამ  ქვეყნებს შესანიშნავად ესმით ეს. კიდევ უფრო  მეტ დესტრუქციულ შემადგენელს შეიცავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები,  რომელთა მხარდაჭერასაც აშშ მოითხოვს ევროპის ყველა ქვეყნისგან, შედეგად,  ევროპას მიადგა უზარმაზარი ზარალი,  რომელიც არაფრით არ არის კომპენსირებული. ლაპარაკი აღარ არის აშშ–ის მცდელობაზე, შეაჩეროს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობადა სარგებელი მიიღოს  თავისი ბუნებრივი აირის გაყიდვით ევროპაში.

და აი, ვითარების ბოლომდე დაძაბვის შემდეგ აშშ აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვების შესახებ. არის თუ არა ეს გაქცევა იმ ტერიტორიიდან, რომელიც დღე-დღეზე შეიძლება აფეთქდეს დაგროვილი პრობლემების გამო? აშშ-ის ერთგულმა მოკავშირე დიდმა ბრიტანეთმაც დატოვა 2020 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირი. არადა, ტრამპი 4 წლის წინათ განუმარტავდა ნატოს წევრებს აშშ-ის ჭეშმარიტ პოზიციას მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართ “რუსული აგრესიის” შემთხვევაში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს მოკავშირეების დაცვის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ მოკავშირეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს”. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვება გამოიწვევს ყველა ვალდებულებისგან გათავისუფლებას და მორიგი საერთო ევროპული ინფერნოს (ჯოჯოხეთი _ გ.გ.) გაჩენის შემთხვევაში ვაშინგტონი ევროპას მხოლოდ ფასიან დახმარებას აღმოუჩენს, როგორც ეს იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემთხვევაში.

ინფერნო კი ევროპაში ჩნდება _ პროცესი, როგორც ჩანს, მართული და შეუქცევადია. და აშშ ამ პროცესით კვლავ მოახერხებს გამდიდრებას.

va.news-republic.com–ზე 

კომენტარები ფეისბუქიდან