შენი კორონა ყველას კიდია… ეს ყველაფერი მე რომ არ გადამხდენოდა, არ დავიჯერებდი“

ადვოკატი მარი საბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს გავიკეთე PCR ტესტი..რადგან საქმე შესაძლოა იყოს ე.წ მესამეულ გადაცემასთან..ხვალ იქნება ტესტის პასუხი..მაგრამ რა მინდა მოვყვე :

რამოდენიმე ადამიანმა (მათ შორის ისეთმა, ვისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ კოვიდი) გადავწყვიტეთ ტესტის გაკეთება..ჯერ ხომ ძლივს გვიპასუხეს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და როგორც იქნა გავარკვიე, რომ ტესტის გაკეთება შეგვეძლო ევექსში..მივედით და კლინიკა შაბათს მხოლოდ ორ საათამდე მუშაობსო..შემდეგ მივედით კლინიკა მეგალაბში, სადაც ფასიანი პისიარი კეთდება, მაგრამ გვითხრეს, რომ ორშაბათამდე ვერ გაგვიკეთებდნენ…ამასთან, არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად შეიძლებოდა ტესტის გაკეთება.. წავედით ბოჭორიშვილის კლინიკაში და აქ არ ვაკეთებთო..იქიდან მოგვიწია ავერსის კლინიკაში წასვლა და ალილუია, როგორც იქნა გაგვიკეთეს…
რა მინდოდა მეთქვა..ეს არ არის მობილიზაცია, რადგან ამ პანდემიის პერიოდში, ყველა კლინიკაში უნდა კეთდებოდეს ტესტირება (ამდენი სიარული არ უნდა მჭირდებოდეს), ან მინიმუმ, ინფორმაციას უნდა ფლობდნენ კლინიკები, სად გადაამისამართონ მოქალაქეები..გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ ერთ-ერთის ოჯახის წევრს დაუდასტურდა და ვფიქრობდი, იქიდანვე გადაიყვანენ კარანტინშითქო.. კარანტინი არა ფლამენგო  (ვისაც დაუდასტურდა, ჯერ ისიც არსად არ გადაუყვანიათ დილის მერე))))…ეს ყველაფერი მე რომ არ გადამხდენოდა, არ დავიჯერებდი…დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შენი კორონა ყველას კიდია…
..ჰო, კიდევ, მთელი თბილისი ბათუმში იყო ზაფხულში..დაიწყეთ მასობრივი გადამოწმება და ნახევარ თბილისს დაუდასტურდება, თან აი ასეთი მიდგომები თუა ხომ საერთოდ
იმედია მე არ მაქვს..თუ მაქვს და არც ეგაა პრობლემა…ჩემი დიპლომატიით კორონასთანაც მოვგვარდები“
alia.ge