კომპანია “ძმები ნიკურაძეები” უკვე ხელმეორედ ჯილდოვდებიან ბიზნეს ბრენდ პერსონა 2020-ის პრესტიჟული ტიტულით!

დამზადებულია საქართველოში ნომინირებული ავეჯის დამამზადებელი კომპანია: “ძმები ნიკურაძეები”, რომელიც პროექტ: ბიზნეს პერსონა 2019-ის გამარჯვებული გახდა, უკვე ხელმეორედ 2020 წელსაც ჯილდოვდება “ბიზნეს ბრენდ პერსონა 2020, როგორც საუკეთესო ავეჯის დამამზადებელი ქართული კომპანია. TVM NEWS-ის ჟურნალისტმა კომპანიის დირექტორის მოუცლელობის გამო, მხოლოდ დღეს შეძლო მასთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

როგორც ვიცი, თქვენი კომპანია უკვე მეორედ ჯილდოვდება ბიზნეს პერსონას ტიტულით. ამიტომ მინდა მიპასუხოთ რატომ გადაწყვიტეთ პროექტში ხელმეორედ მონაწილეობა და რა შეცვალა ამ დაჯილდოვებამ თქვენს ცხოვრებაში?

თეიმურაზ ნიკურაძე: (დამფუძნებელი დირექტორი)

ჩვენი კომპანია მართალია დაჯილდოვებამდეც საკმაოდ ცნობადი და მოთხოვნადი იყო, სწორედ ამიტომაც მოვხვდით ნომინირებულ კანდიდატებში, თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ დაჯილდოების შემდეგ ჩვენმა კომპანიამ მიაღწია უფრო დიდ წინსვლას და აღიარებას, მეტი ხალხი დაინტერესდა ჩვენი ხარისხიანი პროდუქციით, შეკვეთების რაოდენობამაც იმატა და რაც ყველაზე მთავარია ჩვენით დაინტერესდნენ უცხოური, საკმაოდ პრესტიჟული ფირმები და როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე ქვეყანაშიც გვქონდა საქმიანი ვიზიტები და საინტერესო წინადადებები თანამშრომლობის კუთხით, აი ამ ყველაფერმა განაპირობა ხელმეორედ მონაწილეობის მიღება თქვენს გრანდიოზულ და ჩემი აზრით მეტად საჭირო პროექტში, რისთვისაც მის ორგანიზატორ და იდეის ავტორ: მარიამ შენგელიას ვუხდი მადლობას. მიმაჩნია, რომ ყველა ბიზნეს ჭირდება მხარდაჭერა და პიარი.

კორონა პანდემიამ, როგორც ყველაზე და ყველაფერზე იქონია ნეგატიური ზეგავლენა, ისე ჩვენც დაგვაზარალა, რაღაც დოზით მაინც შეგვეხო, რადგან საწარმოები დაიხურა, საიდანაც მასალის შეძენა ვაწარმოებდით და ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი საწარმო, რომლითაც ვახდენდით ონლაინ შეკვეთებს, რაც ბუნებრივია დროზეც ისახებოდა. იმედია მალე დასრულდება ეს გლობალური პანდემია და ყველანი დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

ესე იგი გაინტერესებთ ჩემი, როგორც წარმატებული ადამიანის წარმატების საიდუმლო. მოკლედ გეტყვით წარმატება თავისით არ მოდის, წარმატებასთან შენ მიდიხარ. ამიტომ დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი, რომ იბრძოლონ თავიანთი მიზნის განსახორციალებლად და ამისთვის იშრომონ ბევრი, რადგან სიზარმაცით დადებითი შედეგი არ მოდის და არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი, რადგან წარმატება, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

საუბრის ბოლოს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ასეთი საინტერესო კითხვებისთვის, რაც შეეხება იმას, თუ მე რას შევცვლიდი, ან დავამატებდი თქვენს პროექტს, ვგულისხმობ ბიზნეს პერსონას, გეტყვით, რომ დამატებით ვერაფერს დავამატებ, რადგან ჩემი აზრით საუკეთესო პროექტია და ნამდვილად ყველა ღირსეულ კომპანიას ვუსურვებდი, რომ მოხვედრილიყვნენ თქვენგან სათანადოდ შერჩეული კანდიდატების დაჯილდოვების სიაში.

კომენტარები ფეისბუქიდან