ISO სერთიფიკატის მფლობელი ქართველი უნიჭიერესი ქალბატონი: ლიკა ოდიშარია ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება საქართველოს მასშტაბით უკვე 2013 წ-დან დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

გრანდიოზული ფინალი გაიმართება ამჯერად ქ. თბილისში ნოემბრის ბოლოს. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „გლამურული ბიზნეს ლედი 2021“ ჯილდოვდება: ქალბატონი ლიკა ოდიშარია-მგალობლიშვილი (ბიზნეს მრჩეველი, ISO სერთიფიკატის მფლობელი ქართველი ქალბატონი), ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ ლიკას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, სამართლიანობით, სათნოებით, დადებითი აურით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს, რადგან ქალბატონი ლიკა, როგორც უკვე მოგახსენეთ უამრავი პრიზებითა და ნომინაციებითაა დაჯილდოვებული მსოფლიოს მასშტაბით!

ლიკა ოდიშარია-მგალობლიშვილი, ქალი გლამურული პოზიტივი!

სამარადჟამო ბედნიერებაა და სულის ზეიმი, როდესაც შეხვდები და დაუმოგობრდები ადამიანს, რომელსაც ზედმეტი სიტყვები არ ჭირდება ცხოვრების მთავარი არსის შესაცნობად.
ცხოვრების მანძილზე იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსებით არის მოყვასის ერთგული, სამართლიანი და ყველასგან გამოირჩევა სათნოებით. მასზედ იტყვიან სწორედ, რომ უყვარს თავად სიყვარული. აი ასეთი იშვიათი და განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული ქალბატონი: ლიკა ოდიშარია. ჩვენთვის დიდად საამაყოა, რომ ბიზნეს პერსონა 2020-ის დაჯილდოვებაზე წარდგენილია ქართველი ბიზნეს-ლედი: ლიკა ოდიშარია-მგალობლიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს და ზურგის ქარივით ძლიერად მიაქროლებს
აუდიტორიულ კომპანია ‘’პრიორიტეტს’’, სასწავლო ცენტრ ‘’კოორდინატს’’და მთარგმნელობით კომპანია ‘’დიალოგს’’.
ქალბატონი ლიკა უაღრესად განათლებული, კეთილშობილი, გამორჩეული, პიროვნებაა — ფლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის
განსაკუთრებულ ხელოვნებას, არის მომხიბლავი, სათნო და ყურადღებიანი. დამთავრებული აქვს ბათუმის საზღვაო აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი და თურქეთში, ქალაქ ანკარას თავისუფალი უნივერსიტეტი — თანამედროვე ბიზნესის და მარკეტინგის მიმართულებით. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ავსტრიაში-ვენაში, გავლილი აქვს ზალცბურგის მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლის კურსი. ამჟამად მყარად დგას საქმიან ურთიერთობათა
ლანჩაპტზე: არის ბიზნეს-კომპანიების ბიზნეს მრჩეველი, საგადასახადო კოდექსის კონსულტანტი, მან შეიმუშავა და საქართველოში დანერგა — ბიზნეს
ინგლისურის სწავლების სპეციალური მეთოდი.
ლიკა მრავალმხრივი ტალანტის მფლობელი ქალბატონია: უკრავს ფორტეპიანოზე, შესანიშნავად მღერის კლასიკურ იტალიურ სიმღერებს, რუსულ რომანსებს,
ხატავს, საკუთარი დიზაინით ჰქმნის სამოსს, წერს პროზას. მასთან ურთიერთობით ადამიანები ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი, მოტივირებულნი და ილტვიან უკეთესი მომავლისკენ ისე, რომ აღარ ეშინიათ დაცემის და წყალქვეშა დაბრკოლებების. იგი ცდილობს, რომ გარშემომყოფთ შეუქმნას ჰუმანური ურთიერთობების კომფორტული გარემო. ლიკა უაღრესად პოზიტიური პიროვნებაა, მუსიკაშიც დახვეწილი გემოვნება აქვს, უსმენს
რახმანინოვს, ჩაიკოვსკის, ასევე ქართულ ჰანგებს. უყვარს ქართველი და უცხოელი გენიოსი მწერლების ვაჟა ფშაველა, ჯეკ ლონდონი, დოსტოევსკის უკვდავი ნაწარმოებების კითხვა. მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა განსაკუთრებით მოსწონს ავსტრია და იტალია. მისი საყვარელი ფრაზაა:’’არასოდეს თქვა არასოდეს’’. ჰყავს შესანიშნავი ქალიშვილი ნინო და ორი შვილიშვილი. არის არაჩვეულებრივი დედა და ბებია.
ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის წარდგენილია საქართველოს წარმატებული და საქმიანი ადამიანების დაჯილდოვების ცერემონიაზე: “ბიზნეს პერსონა 2020-ის პრესტიჟულ ტიტულზე.
ლიკა ოდიშარია-მგალობლიშვილი — დასახული მიზნის მიღწევა იოლი როდია, გზა წარმატებისაკენ სირთულეებითაა სავსე. მთავარია არასოდეს დავნებდეთ, ფეხი ავუწყოთ დროს, მუდმივად განვითარდეთ და არ ჩამოვრჩეთ დროს, სწორედ მრავალმხრივ განათლებას მიჰყავს ადამიანი ჭეშმარიტი წარმატებისკენ. ცხოვრებაში მთავარი შეუპოვრობაა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა, თორემ დაღმართს ყოველთის მოჰყვება აღმართი და პირიქით, ეს ცხოვრებაც მრავალსაფეხურიანი კიბეა, ზოგი ადის, ზოგიც ჩადის, მაგრამ ჩვენი უპირველესი მისიაა ვიყოთ კეთილგანწყობილნი სამყაროს მიმართ და ჩვენი ტოლერანტული საქმიანობით და შემეცნებით მეტი სინათლე მოვფინოთ დედამიწაზე.

კომენტარები ფეისბუქიდან