ამერიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება : მეცნიერები იელოუსტოუნის გაღვიძებას პროგნოზირებენ დღეს!

იელოუსტოუნის სუპერვულკანი, რომელიც მდებარეობს ამერიკის ჩრდილო – დასავლეთით, გააქტიურებისას განადგურებით ემუქრება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ, მთელ მსოფლიოს. წერს ბრიტანული გამოცემა Express-ში მეცნიერი ბრაიან უოლში.

იელოუსტოუნის ეროვნული პარკის შიგნით მდებარე კალდერას სუპერვულკანს უწოდებენ იმის გამო, რომ აქვს უნარი გამოიწვიოს გლობალური კატასტროფა ამოფრქვევის შემთხვევაში.

მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო სამმა ძირითადმა გეოლოგიურმა მოვლენამ: ჰალკბერის ქედის ვულკანური ამოფრქვევამ 2.1 მილიონი წლის წინ, მეზა-ფოლსის ვულკანის 1.3 მილიონი წლის წინ და ლავ კრიკის ვულკანმა დაახლოებით 630 ათასი წლის წინ. იელოუსტოუნის ტერიტორია ექვემდებარება შეერთებული შტატების გეოლოგიურ კვლევას (USGS) – მეცნიერები აკონტროლებენ სიტუაციას, რადგან, ამ ბუნებრივი ობიექტის ამოფრქვევების ისტორია შეიძლება გაგრძელდეს.

უოლშმა ეს შესაძლებლობა დეტალურად აღწერა თავის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წიგნში „ბოლო დროებია: მსოფლიოს აღსასრულის მოკლე სახელმძღვანელო“. იგი მიიჩნევს, რომ მცირე მიწისძვრების სერიის დაწყება, ისევე როგორც მაგმის ზრდა, შეიძლება ნიშანი იყოს მოსალოდნელი ამოფრქვევისა.

მისი თქმით, ამოფრქვევა გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და იელოუსტოუნის ლავაში ჩაიძირება მოვლენის ეპიცენტრიდან ორმოცი მილის რადიუსის ტერიტორია.

იელოუსტოუნიდან ნაცრისა და ვულკანური აირების სვეტი მინიმუმ 25 კმ სიმაღლეს მიაღწევს და მთელ ჩრდილოეთ ამერიკას დაფარავს – ეს იქნება შეერთებული შტატების და მეზობელი ქვეყნებისთვის დიდი საფრთხე.

საავადმყოფოები გადატვირთული იქნება სისხლიან ხველებიანი პაციენტებით – ნაცარში არსებული სილიკატი დააზიანებს მათ ფილტვებს. ვულკანური ნაცარი დააზიანებს კულტურებს და გამოიწვევს ვულკანურ ზამთარს მთელ მსოფლიოში. გლობალური საშუალო ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 8 გრადუსი ცელსიუსით ათწლეულში. ამან შეიძლება გამოიწვიოს გლობალური შიმშილი, ასობით მილიონი დედამიწის მკვიდრი დაიღუპება.

FEMA- ს (საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს) შეფასებით, იელოუსტოუნის სუპერვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეერთებული შტატების ჯამური ზიანი დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი იქნება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 16 პროცენტს შეესაბამება.

დღეისთვის სანუგეშო ის არის, რომ აშშ -ს გეოლოგიური სამსახურის თანახმად, ამ მოვლენის ალბათობა 730 ათასში 1 – ით არის შეფასებული.

წყარო: ინტერმედია
კომენტარები ფეისბუქიდან