დღევანდელი იუსტიციის სახლი სირცხვილის დერეფანს დაემსგავსა!

გრძელი რიგები, არეულობა და საშინელი არაპროფესიონალიზმი, აი სწორედ დღეს ასე გამოიყურება ერთ დროს ჩვენი საამაყო იუსტიციის სახლი. ჩვენი მედია სააგენტო შეესწრო ფაქტს, როდესაც ახალგაზრდა წყვილი თავის მოწმეებით (მეჯვარეებით) 2-ჯერ დაიბარეს ხელისმოსაწერად, ხოლო მეორეჯერ უკვე ოპერატორი ქალის შეცდომის გამო, რომელმაც 4 მოწმის, ნაცვლად კომპიუტერულ პროგრამაში დააფიქსირა, მხოლოდ 2 ადამიანი, ნეფე-პატარძლის გარდა. გამოდის, რომ ორჯერ სრულიად უსაფუძვლოდ მიიყვანა სიის გარეთ დარჩენილი 2 ადამიანი. პატარძალს კი უსირცხვილო გამომეტყველებით განუცხადა, რომ გამორჩენილი ორი მოწმის დამატება კიდევ უსაშველო ლოდინის შემდეგ შეეძლოთ. ეს ისე თითქოს და პატარა უსიამოვნო ინციდენტი სამწუხაროდ იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში გამეფებულია უვიცობა, უტიფრობა და არაპროფესიონალიზმი, რასაც თუ უმოკლეს დროში არ ეშველება, საქართველოს მომავალი განწირული იქნება და საბოლოოდ გავქრებით მსოფლიო რუკიდან. ამიტომ განგებამ მოგვცა შანსი და სულ მალე იქნება ლეგიტიმური არჩევნები, სწორედ ამიტომ ყველა მოქალაქის ვალია მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, შემოხაზოს სასურველი კანდიდატი და შეეცადოს ამით შეცვალოს უნიათო და არაფრისმომცემი, რეგრესირებული რეალობა. ქვეყანაში აღარაა განათლება, ტურიზმი, ეკონომიკა სულს ღაფავს, იუსტიციის სახლი გადაიქცა შერჩევითი სამართლით მომსახურე დიდ დაწესებულებად. პრობლემებია სიტყვის თავისუფლების კუთხითაც და ყოველდღიურად სასტიკად უსწორდებიან ხელისუფლების მოწინააღმდეგე სუბიექტებს და თავისუფალ მედიას, რათქმაუნდა ეს ყოველივე მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდება. უბრალოდ დაფიქრდით და გადაწყვიტეთ გინდათ, თუ არა რომ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ იყოს კორუფცია, ნეპოტიზმი და სულიერებაც და რელიგიაც უბრალოდ გაპოლიტიკურდეს, ჩვენი მონაპოვარი ეკლესიის ავტოკეფალიაც ასე, თუ გაგრძელდა შესაძლოა საერთოდ გაუფასურდეს და უბრალოდ ხვალ სულიერებაც შერჩევითი სამართლის ფონზე პოლიტიკური ნიშნით განისაზღვროს. დროა ვიმოქმედოთ, რადგან ცვლილებების დრო მოვიდა, თორემ ტიტანიკივით ჩავიძირებით ოკეანის ფსკერზე და ჩვენს შთამიმავლობასაც თან ჩავიყოლებთ.

კომენტარები ფეისბუქიდან