რა კავშირი აქვს დანაშაულის მტკიცებულების დამალვას თანამდებობასთან ამაზე მამა კირიონს არ უსაბრია. შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აცნობა პროკურატურას აღნიშნული რუკის შესახებ!!!

არქიმანდრიტმა კირიონმა „პოლიტმეტრის“ ეთერში კარტოგრაფების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუკა, რომელზეს გამოძიება საუბრობს, მამა კირიონმა 2015 წელს მოიძია და ამის შესახებ მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ინფორმირებული.

„2015 წელს მოვიძიეთ რუკის ასლი. ეს პრობლემაა, რომ შეჩერდა გამოძიება. რუკის თაობაზე მისაუბრია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ბახტაძესთან.

(მალავდნენ ამდენიხნის განმავლობაში ამ ინფორმაციას?) – არ მალავდნენ, მე ვეუბნებოდი რომ გამოძიება გაეგრძელებინათ.

პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოძიება დაიწყო და რომ გადადგა, გამოძიება შეჩერდა“,- განაცხადა მამა კირიონმა.

კითხვაზე, რატომ არ უხსენებია ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული რუკა 5 წლის განმავლობაში, მამა კირიონი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას აღარ იკავებდა.

რა კავშირი აქვს დანაშაულის მტკიცებულების დამალვას თანამდებობასთან ამაზე მამა კირიონს არ უსაბრია. შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აცნობა პროკურატურას აღნიშნული რუკის შესახებ!!!

გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის (სამშობლოს ღალატი) ერთადერთი “მტკიცებულება” ის რუკაა, რომლის შესახებაც იცოდა სამივე ყოფილმა პრემიერმა – წესით, სამივე უნდა იქნეს დაკითხული პროკურატურაში, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დანაშაულის მტკიცებულების დაფარვა და არ შეტყობინება – დასჯადია. ჩაეთვლებათ ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს და ბახტაძეს სამშობლოს ღალატის მთავარი “მტკიცებულების” დამალვა თანამონაწილეობად და სამშობლოს ღალატად, თუ მხოლოდ შეუტყობინებლობით და სამსახურეობრივი გულგრილობით შემოიფარგლება გამოძიება – ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, აქვე შეგვიძლია გითხრათ, რომ მათ პროკურატურა არც კი დაკითხავს!!!

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი.
alia.ge.