რჩევები მათ, ვისაც Covid-19 აქვს და სახლში მკურნალობს – ბრიტანული გაიდლაინი ხველების და სუნთქვის გაძნელებისას!

რჩევები მათ, ვისაც Covid-19 აქვს და სახლში მკურნალობს – ბრიტანული გაიდლაინი ხველების და სუნთქვის გაძნელებისას

უცხოური მედია გამოცემა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც ბრიტანული გაიდლაინის მიხედვით არის შემუშავებული.

 

პირველ რიგში, ვირუსული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, ამისთვის დარეკეთ 112-ში.

 

არის შემთხვევები, როცა სახლის პირობებში საშუალო ან მსუბუქი ფორმის ინფიცირებულებს უწევთ მკურნალობა.

 

ბრიტანეთის გაიდლაინის ზოგადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან;
  • იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული;
  • გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები;
  • ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ სითხეები, უმჯობესია წყალი, ორგანიზმის დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად;
  • შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზიკური აქტივობა;
  • ხშირად დაისვენეთ;
  • ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით

 

აკრძალვები:

  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად;
  • არ მიიღოთ ანტიკოაგულანტი საშუალებები (სისხლის გამათხელებლები) ექიმთან შეთანხმების გარეშე;
  • არ გამოიყენოთ გამაგრილებელი ტექნიკა.

 

37,8 ტემპერატურის მომატების შემთვევაში:

  • დაისვენეთ;
  • მიიღეთ სითხეები (წყალი);
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი

 

ხველის შემთხვევაში:

  • მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
  • მიიღეთ თბილი სითხეები;
  • ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

 

სუნთქვის გაძნელებისას:

  • დაუკავშირდით ექიმს;
  • გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
  • სუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სულის შებერვის პოზით);
  • ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ;

 

იხილეთ ვიდეო, სუნთქვის გართულების შემთხვევაში, როგორი უნარ-ჩვევა უნდა გამოიმუშაოთ:

 

ავტორი: Prime Time
კომენტარები ფეისბუქიდან