“ნესვი ვაჭამეთ და გული წაუვიდა” – კოვიდინფიცირებული 10 თვის ჩვილის ოჯახი აპირებს ექიმს უჩივლოს!

“ნესვი ვაჭამეთ და გული წაუვიდა” – კოვიდინფიცირებული 10 თვის ჩვილის ოჯახი აპირებს ექიმს უჩივლოს

კორონავირუსის დიაგნოზი გუშინ კახეთში 10 თვის ჩვილს დაუსვეს. პატარა ახლა თბილისში არის გადმოყვანილი და მკურნალობას დედაქალაქში გადის.

 

ოჯახს მისი დაინფიცირების არ სჯერა და აპირებენ ექიმებს უჩივლონ.

 

“ტყუილი ლაპარაკია, ბავშვს ვაჭამე ნესვი და გული წაუვიდა. შემდეგ წავიყვანეთ საავადმყოფოში, გვითხრეს აქ დატოვე და დილით წაიყვანეთ რომ არ დასუსტდესო. უნდა ვუჩივლო ექიმებს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს პატარას ოჯახის წევრებმა.

 

მათივე თქმით, თავად ყველანი კარგად გრძნობენ თავს და თვითზიოლაციაშიც არ არიან.

კომენტარები ფეისბუქიდან