ბაგრამიანის ბატალიონმა” თუ ერთხელ იბრძოლა, ყიზილბაშები მთელი 500 წელი ებრძოდნენ და აოხრებდნენ საქართველოს

ორიოდე სიტყვით სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ომს შევეხები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სისულელეს წერენ და დიდ უვიცობას ამჟღავნებს ქართული საზოგადოება. საერთოდ, წინდახედულობის ნაკლებობა და პოლიტიკური სიბეცე რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, ეს ქვეყნის მდგომარეობასაც ეტყობა.

თავიდან თუ დიდად არ მაინტერესებდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა, ახლა უფრო სომხეთის მხარეს გამიჩნდა სიმპათიები და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1.აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაკავება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ სახელმწიფოს და დაარღვევს ისედაც დარღვეულ ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში. საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის სჯობს ორივე მხარე გამოიფიტოს და დასუსტდეს, რადგან ჩვენ მათთან კონკურენციის სხვა შანსი არ გვაქვს (კონკურენციაში ვგულისხმობ თვითგადარჩენას. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც ბუნების ველური კანონები მოქმედებს. სუსტი ნადგურდება, მხოლოდ ძლიერი გადარჩება);

2.როგორი მეზობლებიც არ უნდა იყვნენ სომხები, ისინი ქრისტიანები არიან. ცუდ მუსლიმ მეზობელს კი ცუდი ქრისტიანი მეზობელი ჯობს.

3.სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ყარაბაღი ისტორიულად სომხების მიწაა და ისევე უსამართლოდ მიიღო საბჭოთა აზერბაიჯანმა, როგორც ჰერეთი. ის მიზეზი, რომ, რადგან საბჭოთა აზერბაიჯანის იყო, მათია, არასწორია. აზერბაიჯანლებს შეუძლიათ მოითხოვონ მათი კუთვნილი მიწები, ოღონდ შუა აზიაში, საიდანაც ჩამოესახლნენ X საუკუნეში.

4.სომხები მარტო იბრძვიან მტრის წინააღმდეგ, მაშინ, როცა აზერბაიჯანს უამრავი მუსლიმური სახელმწიფო ეხმარება.

ის მიზეზი, რომ “ბაგრამიანის ბატალიონი” ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომ აზერების მხარეს უნდა ვიყოთ, არის სისულელე. “ბაგრამიანის ბატალიონმა” თუ ერთხელ იბრძოლა, ყიზილბაშები მთელი 500 წელი ებრძოდნენ და აოხრებდნენ საქართვლოს.

მე ჩემს შეხედულებებს თავს არავის გახვევთ. უბრალოდ, საქართველოს ინტერესებისთვის ასე აჯობებს. მე ყოველთვის იმ პრინციპით ვფიქრობ, თუ რა აჯობებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს…

 
გიორგი ჯანაძე,
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
Geo info from

კომენტარები ფეისბუქიდან