ისტორიული სამარათლიანობის” როლი, თანამედროვე საერთაშორისო უართიერთობებში

თანამედროვე საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები ტერმინ-“ისტორიულ სამართლიანობას”, არ აღიარებენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ლეგიტიმურ მოცემულობად(პარადიგმად). უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო სამართლებრივ კანონებს და შეთანხმებებს. ამ სფეროს მეცნიერულ წრეებში მიჩნეულია, რომ ზემოთ ხსენებულმა ტერმინმა, შეიძლება ძალიან ბევრი უთანხმოება გამოიწვიოს ქვეყნებს შორის ურთიერთობისას და “ჯობია რაც იყო წარსულში, ისტორიაში, წარსულშივე დავტოვოთ” და ვიხელმძღვანელოთ თანამედროვე საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით, რომელიც მხარეების უფლებების ურთიერთაღიარების და ურთიერთპატივისცემის პრინციპზეა აგებული.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ქვეყნები, დღემდე იყენებენ ამ ტერმინს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვათ, ისრაელის მთელი საერთაშორისო ურთიერთობები დაფუძნებულია სწორედ “ისტორიულ სამართლიანობაზე”. (ბოლოს ეს გამოიყენეს გოლანის მაღლობების შემთხვევაში, როცა ამერიკამ და რამდენიმე სხვა ქვეყანამ, ეს მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა, მანადე მას სირია აკონტროლებდა). ამ ტერმინზე აპელირებს რუსეთიც ყირიმთან მიმართებით.
ბოლო რაც მახსენდება, ეს არის ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება სომხეთზე-როცა მან გააკრიტიკა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის კრიტიკით კი, მან სომხეთთან მიმართებით, ამ ტერმინის-“ისტორიული სამართლიანობის”, ლეგიტიმაცია მოახდინა, შესაბამისად საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული დაუწერელი კანონი- არ მოხდეს ამ ტერმინის ლეგიტიმაცია-დაარღვია.(თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მიხედვით, ყარაბაღი ეკუთვნის აზერბაიჯანს და ამას აღიარებს გაეროს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ამერიკაც, თუმცა ისტორიულად ეს ტერიტორია ეკუთვნოდა სომხეთს, სწორედ ამაზე მიანიშნა პომპეომ.)

ასე რომ ეს ტერმინი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ფორმალურად არ არსებობს, მაგრამ არაფორმალურად, ის არსებობს და საკმაოდ მყარადაც დგას ფეხზე. განსაკუთრებით თუ მას ზურგს ძალა, გავლენები, ფინანსები და პროპაგანდა უმაგრებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების ლეგიტიმაცია საერთაშორისო სამართლებრივი კუთხითაც, სრულიად შესაძლებელია თუ შესაბამისი ვითარების და მოვლენების წინაშე აღმოვჩნდით.

თუ სხვას აქვს ამის უფლება 21-ე საუკუნეში, მაშინ თეოროულად, ამის უფლება ჩვენც გვაქვს.
 რევაზ კილასონია
Geo info from

კომენტარები ფეისბუქიდან