ნუნუკა ლობჟანიძე 27 ნოემბერს ჯილდოვდება Mrs. & Mister Business Persona 2020-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2020-ის დაჯილდოვების ცერემონიალი დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

გრანდიოზული დაჯილდოვების მეგა ფინალი გაიმართება ქ. თბილისში, ულამაზესი თეთრი ტბის ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე, მასპინძლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნატალია კვანტალიანს. ჩვენი მედია სააგენტო პერმანენტულად წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ლედი 2020“ ჯილდოვდება: ნუნუკა ლობჟანიძე (სილამაზის, ესთეტიკისა და კოსმეტიკის ცენტრის მფლობელი), ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ ნუნუკას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ სათნო და ბუნებით ესთეტ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, პოზიტიური აურით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს, თუმცა ქალბატონ ნუნუკას უკვე აქვს მიღებული სხვა პროფესიული ჯილდოები!

ნუნუკა ლობჟანიძე:

გახლავართ ნუნუკა ლობჟანიძე, ამ ჟამად სილამაზისა და ესთეთიკის ცენტრი: “ლაიმა”-ს დირექტორი, პროფესიით კოსმეტოლოგი, თუმცა იყო დრო, როცა განათლების სისტემაში ვმუშაობდი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიმაჩნია, რომ ვარ უბრალოდ ერთი უბრალო ადამიანი თავისი მიზნებით და მიღწევებით. მიყვარს ხალხზე ზრუნვა, სწორედ ამიტომაც ავირჩიე ადამიანების გარეგნულ სილამაზე ზრუნვა. ბუნებით ვთვლი, რომ ვარ პოზიტივის მატარებელი, თუმცა ცხოვრებაში ბევრი სირთულე მქონია, მაგრამ არასდროს გავტეხილვარ და დავცემულვარ. ჩემი წარსულის რთული მომენტები მინდა გავაფერადო და ჩემი პოზიტივით მეგობრებს, ნაცნობებს, თუ უცნობებს ცხოვრება ნათელ ფერებად ვუქციო.

ასევე იმასაც არ დაგიმალავთ, რომ სადაც მიმუშავია და როდესაც ვმუშაობდი მე-4 საჯარო სკოლის კანცელარიაში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დღემდე მოყვარს ჩემი მე-4 სკოლა თავისი პედაგოგებით იქ გავიცანი ქალბატონი ნინო და ბატონი გიორგი ჯოხაძე, სწორედ მათი დამსახურებით არის, რომ მე ვარ დღეს კოსმეტოლოგი.

ჩემ ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც დავტოვე საგანმანათლებლო დაწესებულება და გადავედი ესთეტიკის სფეროში და ვმუშაობდი დერმატოლოგიურ კლინიკაში კანისა და ვენერიული დაავადებების კლინიკა “დერმამედ პლიუსში”, შემდეგ კი უკვე საკუთარი სილამაზის სალონი გავხსენი, გავფართოვდით და გადავწყვიტე ჩემი კოსმეტოლოგიური კაბინეტიც გამეკეთებინა, რამაც წარმატება მომიტანა. დღეს მე ვარ ერთ-ერთი წამყვანი კოსმეტოლოგი, საკმაოდ კონკურენტუნარიანიც, მყავს ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი და მომხმარებელი.

რაც შეეხება სილამაზის სალონ ლაიმას, ყველანაირად ვცდილობთ, რომ იყოს არაჩვეულებრივი და სასიამოვნო გარემო, სადაც ყველა ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ოპტიმალურ ფასებში მიიღონ მაღალი პროფესიონალური დონის სერვისი, რადგან გვყავს ქალისა და მამაკაცის საუკეთესო სტილისტი, მანიკურ-პედიკურის სპეციალისტები, თანამედროვე სტანდარტების მქონე კოსმეტოლოგიური კაბინეტი.
ხშირად ვაწყობ სხვადასხვა ტიპის წამახალისებელ აქციებს, ერთ-ერთ ასეთ აქციას თქვენი ჟურნალისტიც დაესწრო და ვიმედოვნებ სხვა წამახალისებელ აქციებშიც მიიღებთ მონაწილეობას.

რაც შეეხება სალონის სახელწოდებას, უბრალოდ როდესაც გადმოვედი უკვე ერქვა ლაიმა და აღარ შევუცვალე, თუმცა რომ გადამერქვა, ალბათ დავარქმევდი ჩემი შვილიშვილის სახელს: “ნიტა”. მართალია სალონს არა, მაგრამ ჩემს ვერანდას, სადაც მე, ჩემი მეგობრები და ჩემი შვილიშვილი ვიკრიბებით და ჩაის მივირთმევთ უკვე ვუწოდე: ნუკი-ნიტა.

საუბრის ბოლოს დავამატებდი იმას, რომ ყველა ადამიანს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას სიყვარულს, სიხარულს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. მინდა, რომ ყველა ქალბატონი იყოს ლაღი, ლამაზი და სიცოცხლით სავსე.

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი, რადგან ძალიან პოზიტიური დატვირთვისაა. თან იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ია-ვარდებით მოფენილია, თუმცა ბევრს ჰგონია, რადგან მომღიმარი იერი მაქვს, დადებითად ვარ განწყობილი ყველას მიმართ, პრობლემები არ გამაჩნია და დალხინებული ცხოვრება მაქვს. ამიტომ მინდა, რომ მაგალითი ვაჩვენო სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომ არ შეიძლება დავეცეთ, მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ, საქმის კეთება არ დავიზაროთ. მე ამით ვარ ბედნიერი, რომ დილით ავდგები, თავს მოვიწესრიგებ,ფინჯან ყავას გავიკეთებ და ჩემი აივნიდან დილამშვიდობისას ვუსურვებ ჩემს მეგობრებს და სრულიად საქართველოს. სოციალური ქსელითაც მხოლოდ პოზიტიურ ამბებს დავპოსტავ, ამ კოვიდის პერიოდში ხშირად ვცდილობ ჩემი დადებითი პოსტებით ადამიანების გახალისებას და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით უიმედოდ დარჩენილ ქალბატონებს, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ამიტომ უნდა გავიფერადოთ იგი და მომავლის რწმენით ყველაფერი კარგად იქნება.

მომავალში ვგეგმავ კიდევ უფრო გაფართოებას, მინდა გავხსნა საკუთარი ყვავილების სალონი, რადგან ვთვლი, რომ მეხერხება დიზაინერობაც და სიამოვნებით ვაფორმებ სუფრებს, ნივთებს და ვქმნი ხელნაკეთ აქსესუარებს, რომლებსაც შემდეგ ვჩუქნი ახლობლებს.

მთელი გულით ვურჩევდი პირველ რიგში შრომას. თუ უნდათ მიაღწიონ წარმატებას, უნდა დაისახონ მიზანი და მუხლჩაუხრელად იშრომონ და ყველაფერი გამოუვათ. ისე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში, ბიზნესის სფეროში ქალბატონებზე მეტად კვლავ მამაკაცები ლიდერობენ, მე არ ვუარყობ მათ სიძლიერეს, თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეულ ასპექტებში არც ჩვენ მოვიკოჭლებთ. ამიტომ ყველა ქალს სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა, რომ მეტად გავძლიერდეთ. ყველა ქალს ვუსურვებ, რომ მალე ეპოვოს თავისი წარმატების ფაქტორი. დიდი მადლობა თქვენ ასეთი საინტერესო და საჭირო პროექტისთვის და წარმატებული ქალბატონების როლის წინ წამოწევისთვის.

 

კომენტარები ფეისბუქიდან