Miss & Mister Tbilisi 2020-ის გამარჯვებულები გახდნენ: 14 წლის მარიამ ჩუხუა და 26 წლის კახა მამულია!

მის და მისტერ თბილისის გრანდიოზული დაჯილდოვება წარმატებით შედგა, კონკურსს ესწრებოდა 150-მდე მოწვეული სტუმარი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი საპატიო და კომპეტენტური ჟიურის წევრები გახლდნენ:
გია სურამელაშვილი
ეკა კვალიაშვილი
გიორგი წერეთელი
ლანდა მასხულია
თაკო აბაშიძე
მანანა თოდაძე
ნანა ცინცაძე
ლაშა რამიშვილი
ერნა წიფურია
ნატალია კვანტალიანი
ნანა ჯიქია
და სხვა. კონკურსის ოქროს სპონსორები და ჟიურის თავჯდომარე გახლდათ ქართველი ებრაელი სტუმრები ქალბატონი ლალი და ბატონი ბადრი ხუხაშვილები, კონკურსზე წარსდგენილი იყო 25 კონკურსანტი გოგონა და ვაჟი, კონკურსის ფინალს უმასპინძლა რესტორანმა სამმა საუკუნემ.
კონკურსს ჰყავდა სხვადასხვა მხარდამჭერები: დავით აღმაშენებლის აკადემია, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი, ქართული კოსმეტიკური ბრენდი ოვიჟენი,
კონკურსანტები წარსდგნენ
დიზაინერი ნანა სტეფლიანის ლუქებში, საქორწილო სახლი მარი ფელის სამოში, ატელიე ჯი ემის სამოსში, ეროვნული სამოსი ჩოხა ჯი ნუგზარ კვანტალიანის სამოსში.
კონკურსი უძღვებოდნენ პოეტი და მომღერალი იოანე ქართველი და კონკურსის დამფუძნებელი ორგანიზატორი გიორგი მასხულია.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ და ესენი გახლავთ 14 წლის მარიამ ჩუხუა და 26 წლის კახა მამულია.
ვიცე მისტერ თბილისი გახდა დათო ნიაზაშვილი, ვიცე მის თბილისი ვერონიკა კარანაძე.

შეგახსენებთ, რომ მის და მისტერ თბილისის ოფიციალური მედია მხარდამჭერია მედია სააგენტო TVM NEWS, რომელიც კონკურსის დაწყებიდან აშუქებდა კონკურსის მიმდინარე მოვლენებს.

კომენტარები ფეისბუქიდან