კაცი სულს ფაღავას, მარა, ადგილი არ მაქ” – ჯანდაცვა მძიმე პაციენტებს ვეღარ იღებს

თერჯოლაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ვერ მიიღეს. – აღნიშნული შემთხვევა კლინიკა “თერჯოლამედიში” მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კორონავირუსით ინფიციერებული პაციენტის ახლობელი ექიმს მის გადაყვანას რეამინაციულ განყოფილებაში სთხოვს.

საპასუხოდ, პაციენტის ახლობელს ექიმი ეუბნება, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები არ არის და მას მსუბუქი პაციენტების პალატაში ვერ მოათავსებენ.

„ადგილი თუ არ მაქ როგორ მივიღო, ამას სჭირდება რეანიმაცია, მაქვს ჩვეულებრივი ადგილი თერაპიაში, სადაც ჟანგბადის წყარო არ არის, სადაც „ლაითი“ პაციენტებია, იქ როგორ წავიყვანო, კაცი სულს ღაფავს“, – ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდინფექციის დროს, დაგვიანებით ვლინდება სიმპტომები და სწორედ ასეთ შემთხვევებს მოსდევს გარდაცვალება, თორემ, განა კლინიკებში ადგილი რომ არ არის, იმის ბრალია! ეს პაციენტი, რომელიც სამედიცინო პერსონალის თქმით ‘სულ ღაფავს” და კლინიკაში ვერ აწვენენ – დაგვიანებული კოვიდსიმპტომის გამო შეიძლება დამძიმდეს? თუ ადგილების არქონის გამო?

რა ქნას ექიმმა, რომელსაც არა აქვს რეანიმიაციული საწოლი? სწორედ ამას წერდა თვეების მანძილზე “ალია”, რომ საწოლში უნდა იგულიხმებოდეს რეანიმიაციული საწოლი, თორემ, განა წამოსაწოლი ადგილი – ასე რომ, ახლა ამ პაციენტს, რომელიც მძიმედაა, ექიმი კი არა, ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის მინისტრი ეუბნება მიღებაზე უარს და აბრუნებს სახლში! პასუხისმგებლობაც ექიმის კი არა, ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადების კონტროლის ცენტრის კისერზეა სრულად.
alia.