კორონაპანდემია _ მითი თუ რეალობა

საკმაოდ რთულ დროში  გვიწევს ცხოვრება. თითქოს სხვა  დანარჩენი არ გვეყოფოდა, ახლა ეს  თეთრი ძაფით ნაკერი “პანდემია”  დაგვატყდა თავს. საოცარი ფაქტის  წინაშე ვდგავართ და ამ საოცრებას იძულებითი მედიცინა ჰქვია. არადა, თავისი არსით მედიცინა იძულებას ყოველთვის გამორიცხავდა. პატიოსანი ექიმი ვალდებული იყო, პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა.  სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი მაგალითებიც. მაგ., ჰიტლერის კარის ექიმები,  რომლებმაც მოღვაწეობა ნიურნბერგის პროცესზე დაასრულეს. ამან მისცა საფუძველი “ნიურნბერგის კოდექსის”  ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს  პაციენტსიცავს იძულებითი მედიცინისაგან.

საერთაშორისო სამედიცინო სამართალის დარღვევა ევროპის ქვეყნებში არასაპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის წინაპირობა გახდა და მან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ჩამოყალიბდა მოძრაობა “ექიმები სიმართლისათვის”. ეს ის ექიმები არიან, რომლებიც უშუალოდ მკურნალობდნენ ინფიცირებულ პაციენტებს და ვერ ხედავენ იმ რეგულაციების საფუძველს, რომელ რეგულაციებსაც მთავრობები აწესებენ. სამწუხაროა, რომ ქართველი ექიმები მათ არ შეუერთდნენ. მიზეზი გაურკვეველია. ეთიკის თემით დავიწყებ. ყველანაირი ეთიკის კოდექსის ამოსავალი წერტილია სამყაროს ძირითადი კანონი “არ ავნო!”. ჩვენთან რა ხდება? დილიდან საღამომდე მასმედია, მთავრობა, ექიმთა გარკვეული გუნდი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენს ჯანმრთელობაზე, მონოტონურ რეჟიმში ცდილობენ ჩვენს დაშინებას, დაზომბებას, თავისუფალი აზროვნების უნარის გაქრობას; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ ადამიანის ცნობიერებაზე და პიროვნული განვითარების ყოველგვარი საშუალება მოუსპონ. ეს ანადგურებს ჩვენს იმუნიტეტს _ ორგანიზმის საუკეთესო ბუნებრივი თავდაცვის სისტემას. შედეგად ნებისმიერი დაავადება უფრო ძლიერ იკიდებს ფეხს ორგანიზმში.

ეს ე.წ. პანდემია ვერ იქნება რეალური პანდემია უბრალო მიზეზის გამო _ არ შეიძლება რამდენიმე წლით ადრე “კანი გიგრძნობდეს”, რომ პანდემია მოხდება. თანაც ამ თემებზე წინასწარ საუბრობენ ეკონომიკურ ფორუმებსა და სამიტებზე, იღებენ მხატვრულ ფილმებს, მზადდება საკანონმდებლო ბაზები ვაქცინაციის სავალდებულო მიღებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცვლის პანდემიის განმარტებას და რაღაც გაურკვეველ ფორმულირებას აძლევს…

ადამიანი ჯანმრთელი რომ იყოს, სულ ცოტა, 3 მიმართულებით უნდა ზრუნავდეს: ფსიქიკური, ფიზიკური ჯანმრთელობა და ნორმალური სოციალური ინტეგრაცია. ადამიანი სოციალური არსებაა და მას აუცილებლად სჭირდება ნორმალური, ცოცხალი ურთიერთობები, ენერგიების გაცვლა-შევსება. მხოლოდ ასე გრძნობს თავს სრულყოფილად. სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია ზუსტად ჩვენი ჯანმრთელობის ნგრევას ემსახურება დროთა განმავლობაში. მეორე და მნიშვნელოვანი _ ფსიქიკური სიჯანსაღე. ამისათვის აუცილებელია სიმშვიდე და ნეგატიური ინფორმაციისაგან შორს ყოფნა. ტელევიზიებს კი საპირისპირო დავალება მისცეს. ფსიქიკური პროცესების ხანგრძლივ რღვევას აუცილებლად მოჰყვება ორგანიზმის ფიზიკური ავადობა, იმუნიტეტის დანგრევა. თუ ჰარმონიული პროცესები ირღვევა ფსიქოემოციურ, მენტალურ და სულიერ დონეზე, ორგანიზმი აუცილებლად ავადდება. ყველა სფეროზე მოხდა თავდასხმა, როგორც ეტყობა, მათი მიზანიც ეს იყო.

დამეთანხმებიან კოლეგები, რომ მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა იწვევს სხვადასხვა დაავადებას: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო, ენდოკრინული სისტემის დარღვევებს, ლიბიდოს დაქვეითებას, თმის ცვენას, ალერგიებს, ფსორიაზს, კუნთების დაჭიმულობას, თავის ტკივილს, ხელების კანკალს, ქრ. დაღლილობის შეგრძნებას. ახლა ვსვამ კითხვას: ვის ან რას ემსახურებიან ეს ტელევიზიები,  რომლებიციმის საშულებასაც კი არ  გაძლევენ, რომ განსხვავებული აზრი გამოვთქვათ?

მანიპულირების მთავარი იარაღი არის სტატისტიკა. ქვეყნებში, სადაც ეჭვი შეეპარათ, დაიწყო გამოძიებები. აშშ-ში დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა კონგრესში, რომ სტატისტიკა შეიძლებოდა გაყალბებულიყო კლინიკებისა და ექიმების ფინანსური ინტერესების გამო. ანალოგიური აზრი გამოთქვა ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა რაშიდ ბუტარმაც.  მან პანდემიის დაწყებისთანავე ატეხა განგაში, ჩაწერა რამდენიმე ვიდეომიმართვა და მოსახლეობას სიმართლე აუწყა: ამერიკაში კლინიკების 80% დაიხურა, პაციენტები დარჩნენ გეგმური მომსახურების გარეშე, რაც, ბუნებრივია, გაზრდიდა სიკვდილიანობას. ყველა პაციენტი ხვდებოდა კოვიდკლინიკებში, სადაც ხალხმრავლობის გამო პანიკა იქმნებოდა. ამასთანავე, ბუტარმა მიუთითა ექიმების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე პაციენტების მიმართ. რაც შეეხება სტატისტიკას: ნებისმიერი დიაგნოზით გარდაცვლილს კორონავირუსით გარდაცვლილის  სტატუს სანიჭებდნენ და აუტოფსიის გარეშე კრძალავდნენ ან კრემაციას უკეთებდნენ.

გერმანელი ექიმი კლაუს კოლნეინი(მოძრაობა “ექიმები სიმართლისათვის”) “გერმანიის ხმის” ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “პაციენტების გარდაცვალების მიზეზი სწრაფი ინტუბაციადა პლაქველინის დიდი დოზის მიცემაა,  რაც დროთა განმავლობაში გულის გაჩერებას გამოიწვევდა აუცილებლად.  არადა, ასეთი იყო პროტოკოლი.  პროტოკოლები კი ორგანიზმი სინდივიდუალურობას არ ითვლისწინებს.  გარდა ამისა, მოხდა თავშესაფრებში მყოფი მოხუცების ბედის ანაბარა მიტოვება, მოკლედ, ესეც სტატისტიკაა”.

სტატისტიკის გაყალბების კიდევ ერთი მცდელობა: კორონავირუსის დიაგნოზს პი-სი-არ ტესტებით საზღვრავენ. ამ ტესტის შემქმნელი კერი მულისი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ეს ტესტები არ არის შექმნილი რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად. მისი საშუალებით შესაძლებელია დნმ-ის მასალის აღება. საქართველოს კანონმდებლობით, პაციენტის წერილობითი თანხმობის გარეშე არანაირი ტესტირების ჩატარება არ შეიძლება, თუ ის ემსახურება დნმ-ის მასალის აღებას. ასე რომ, მასობრივად ირღვევა კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ამა წლის 13 აპრილს “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ამერიკაში ყოველი 26 ლაბორატორიიდან 24-ში ტესტები წინასწარ დაინფიცირებული იყო. ამერიკის კვებისა და წამლის ადმინისტრაციის კვლევამ ასევე დაადასტურა ტესტების დაბინძურების ფაქტი, რომელიც გამოწვეული იყო ტესტების პროტოკოლის დარღვევით დამზდებით.

იმავე გაზეთის 21 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტის იურისტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკა იძულებული იყო, გამოეყენებინა ინფიცირებული ტესტები დროის სიმცირის გამო, ხოლო ლაბორატორიებს არ ჰქონდათ საშუალება, თავიდან აეცილებინათ ინფიცირების რისკი. რა გამოდის _ ტესტებით ავრცელებდნენ ინფექციას შეგნებულად?

ცნობილია, რომ ესპანეთის მთავრობამ უკან დააბრუნა ჩინეთიდან ჩატანილი ტესტები წინასწარი დაბინძურების გამო. სლოვაკეთის პრემიერმა იგორ მატოვიჩმა 2 აპრილს განაცხადა, რომ 15 მილიონი ტესტი, რომლებიც ჩინეთიდან მიიღო, დაბინძურებული აღმოჩნდა. ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთიდან შეიძინა 20 მლნ-ის ტესტი, რომელიც დაბინძურებული აღმოჩნდა (“ნიუ-იორკ ტაიმსი”) და რა ხდება საქართველოში? თვითონ ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ ჩინეთიდან დაბინძურებული ტესტები მიიღეს, მაგრამ უკან დააბრუნეს. დაბრუნეს კი? ასე  ღრმა დორგანიზმში დაბინძურებული  ტესტის შეყვანა რას დამართებდა ადამიანს? თანაცყველაფერი კანონდარღვევით, იძულებითხდებოდა საკარანტინე სივრცეების დატოვებისას. ესეც ჩვენი სტატისტიკა. ასე იბერებოდა რაოდენობა ორგანიზმის დაავდების რისკის პარალელურად. რაც შეეხება რეგულაციების ისეთ ფორმებს, როგორიც იყო მანქანაში მეუღლის გვერდით ჩაჯდომის აკრძალვა ან უცხოეთიდან ჩამოსული მეუღლეების დაცალკავება (ერთი კარანტინში რჩებოდა, მეორე სახლში მიდიოდა. გააჩნია, რომელი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო) _ აქ მედიცინა უძლურია, თუმცა ფსიქიატრებს საფიქრალი ნამდვილად გაუჩინა.

რაც შეეხება რეგულაციის კიდევ ერთ ფორმას _ პირბადეს. საზოგადოებამ იცის, რომ ორგანიზმის თვითოეულ უჯრედს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ჟანგბადი. ორგანიზმში მიმდინარეობს ჟანგვითი პროცესები, რომლის პროდუქტია ნახშირორჟანგი. ის აუცილებლად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან. ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადით მდიდარ და ამოვისუნთქავთ ჟანგბადით ღარიბ, ნახშირორჟანგით მდიდარ ჰაერს. ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 100-ჯერ მეტია. ნიღბის ტარებისას ორგანიზმს ხელი ეშლება, მიიღოს ჟანგბადის საჭირო დოზა, ხოლო ამოსუნთქული ნახშირორჟანგი პირბადის გამო ვერ ტოვებს იმ სივრცეს, რომელიც პირბადის უკან იქმნება და უკან ჩავისუნთქავთ მაღალი კონცენტრაციით. ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია აღაგზნებს ტვინში სუნთქვის ცენტრს და სუნთქვა ხდება ხშირი და ღრმა. ეს კი იწვევს როგორც ნახშირორჟანგით ტვინის ინტოქსიკაციას, ისე სასუნთქ გზებში მოხვედრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ღრმად მოხვედრას ფილტვებში და ადამიანის უფრო სიღრმისეულად დაინფიცირებას. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის ჩხირების გამრავლება, სხვდასხვა სოკოვანი დაავადება და სხვ. ჯანმრთელი ადამიანი ავადდება, ხოლო დაავადებულს უფრო უმძიმდება მდგომარეობა. ისიც გავითვალისწინოთ,  რომ ქირურგიული ნიღბები შექნილია სტერილური გარემოსთვის და ვერ იცავსორგანიზმს გარედან შესული სიბინძურისგან. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევებით, ასევე ავსტრალიაში მილიონზე მეტი ბავშვის, 400 ათასამდე პედაგოგისა და მშობლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების დაინფიცირებისა და ბავშვიდან ბავშვზე გადაცემის შანსი არის 0,3 % (ეს ვირუსი ბავშვებს საერთოდ არ ერჩის), დიდიდან დიდზე გადაცემა 4,4%-ია, ხოლო დიდიდან პატარაზე ან პირიქით _ 1%. აქ სიკვდილიანობაზე არ არის საუბარი. ეს სტატისტიკაა _ უტყუარი მოცემულობა.

კიდევ ერთი უცნაური რეგულაცია: მეცნიერებს, ექიმებს,  ექსპერტებს აეკრძალათ მიცვალებულთა აუტოფსია. ამას ბევრნაირი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე მარტივი კი არის ის, რომ სიმართლის დაფარვა უნდოდათ. გერმანელმა ექიმებმა  გმირობაგამოიჩინეს და საკუთარი  უსაფრთხოებისრისკის ფასად  გარდაცვლილთა აუტოფსია ჩაატარეს. დასკვნებს 60 ცნობილი ექიმი დაპროფესორი აწერდა ხელს _ მათ  ვერ ნახეს ვირუსის კვალი ორგანიზმში. ადამიანები გარდაიცვალნენ ბაქტერიული პნევმონიით ან მანამდე არსებული ქრონიკული დაავადებებით. თუმცა შეიძლება ცოტა  მეტხანსაც ეცოცხლათ, რომ არა მასმედიითთავს მოხვეული შიში, პანიკა და  სტრესი,რომლებიც ორგანიზმის თავდაცვით სისტემას _ იმუნურ სისტემას ანგრევს. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი სამწუხარო ფაქტი: გარდაცვლილები, რომლებსაც გარდაცვალების მიზეზად ახალ კორონავირუსს უწერენ. პირდაპირ სასაფლაოზე მიჰყავთ და მარხავენ. რამდენიმე ოჯახმა ამ უმსგავსობას წინააღმდეგობა გაუწია. მათ ბოდიში მოუხადეს და მიცვალებული გაატანეს.

ვირუსი არის ფიზიკური სხეული. მართალია, თვალით უხილავი, მაგრამ მაინც ფიზიკური სხეული. მას აქვს ყველა ფიზიკური მახასიათებელი. იმისათვის, რომ ის ერთი სხეულიდან მეორეზე გადაეცეს, უნდა არსებობდეს გადაცემის მექანიზმი. ეს ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით: დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს, თუ შემთხვევით მოხდა პირის ღრუდან წვეთების გამოსვლა და ის მოხვდა მეორე ადამიანს. ერთი კითხვა მაქვს _ რა მექანიზმით გადაეცემა ვირუსი მიცვალებულიდან ცოცხალ ადამიანს,  თუმიცვლებული არც ახველებს, არც აცემინებს, არც საუბრობს და არც სუნთქავს? რატომ არის ის საშიში ჭირისუფლებისათვის? ხომ შეიძლება მიცვალებული ჩავაბაროთ ოჯახს და მივცეთ რამდენიმე საჭირო რეკომენდაცია. გარდაცვლილებს მაინც ვცეთ პატივი?

რამდენიმე სიტყვა რემდესივირით მკურნალობაზე.

მკურნალობის პირველ ეტაპზე ქართველმა ექიმებმა მკურნალობის საკუთარი მეთოდი გამოიყენეს, რასაც შენიშვნები და დაპირისპირება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ გვთავაზობდნენ ახალ პრეპარატს _ რემდესივირს და მას ბატონი თენგიზცერცვაძის და ენტონი ფაუჩის 20-წლიანი მეგობრობის ხათრით გამოსაცდელად უფასოდაც კი მოგვაწვდიდნენ. თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია და მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებაც სწრფად მიიღეს. ვინაიდან პრეპარტი ახალია, ბუნებრივია, ეფექტზე ნაკლები ინფორმაცია გვექნება. ერთ-ერთი ვერსიით, ეფექტი 30%-ია, მაგრამ მოვუსმინოთ გერმანელ ექიმ-თერაპევტ კლაუს კოლნეინს: “ეს საშინელი პრეპარატია. ის უკვე გამოიყენეს აფრიკაში და ვერ დაეხმარა. ის ანადგურებს დნმ-ს და კლავს უჯრედს. ჯობია, ცდები ჩატარონ ცხოველებზე და არა ადამიანებზე”. ჩვენ რატომ ვჩქარობთ? ისედაც მესამე კატეგორიის ქვეყანა ვართ, სიღარიბის ზღვარს მიღმაა უამრავი ადამიანი, რომლებსაც, ბუნებრივია, სუსტი ექნება იმუნური სისტემა არსათანადო კვებისა და სამედიცინო მომსახურების გამო. კიდევ ცდები გვინდა?!

რაც შეეხება ვაქცინაციას, ცოტა შორიდან დავიწყებ. 1986 წლიდან ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა ყოველგვარი იურიდიული, ფინანსური და მორალური პასუხისმგებლობა მოიხსნეს აშშ-ში. ვაქცინით დაზარალების მასობრივი ხასიათის გამო ზარალის კომპენსაციის ვალდებულება სახელმწიფომ აიღო და ის წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარს იხდის ბიუჯეტიდან. ასევე აქვს სხვადასხვა პროგრამა დაზარალებულთა სამკურნალოდ, სოციალური ინტეგრაციისათვის. დღეს ასეთი მექანიზმები არსებობს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, რასაც ვერ ვიტყვით მესამე კატეგორიის ქვეყნებზე, რომლებსაც ჩვენ მივეკუთვნებით.

ცნობილია, რომ რამდენიმე ფარმაკომპანიის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ერთ-ერთი მაგალითია ამერიკული ფარმაკომპანია “მერკის” წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლის ვაქცინების განყოფილების ხელმძღვნელი ჯული ჰერბერდინგი, რომელიც 2002-2009 წლებში ამერიკის დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრს ხელმძღვნელობდა, აყალბებდა სტატისტიკას. საქმე ეხება კომპანიის 2 ვაქცინას. ერთი არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც აცრეს ევროპაში გოგონები 2007-2009 წლებში და კვლევებმა აჩვენა,  რომ ამგოგონებში საშვილოსნოს  სიმსივნისშემთხვევები 54%-ით გაიზარდა აუცრელებთან შედარებით. მეორე აწითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის თანამდევ ეფექტადაც გამოიკვეთა აუტიზმი, რომლის სტატისტიკის გაყალბებაც ასევე ხდებოდა. ამასთანავე, ჰერბერდინგი დევნიდა თანამშრომლებს, რომლებიც ბედავდნენ და სიმართლეს ამბობდნენ. ცნობილია ფაქტები, რომ არაერთმა ქვეყანამ დაადანაშაულა ბილგეიტსი და ჯანმო სინთეზური ვირუსების წარმოებაში, რომ მერე შეექმნათ ვაქცინა. 1990-იან წლებში აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში აცრეს გოგონები ვაქცინით, რომელიც იწვევს უნაყოფობას, 2009 წელსნიგერიაში გამოიყენეს  პოლიომიელიტისვაქცინა, 2013 წელს _ სირიაში. ასევე ეს ვაქცინები გამოსცადეს მე-3 რიგის ქვეყნებში ყოველგვარი ეთიკური ნორმების გარეშე. ინდოეთში ასიათასობით გოგონა დაინვალიდდა.  ამ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ“ ძლიერნი ამა ქვეყნისანი”  ხელშეუხებლები დარჩნენ. თავად  გეიტსიდა ვაქცინების მამები საკუთარ  შვილებს არცრიან, მათ ეს არ  “ესაჭიროებათ”.

იმისათვის, რომ ვაქცინა შეიქმნას: პირველი_ ვირუსი არ უნდა განიცდიდეს მუტაციას, ანუ არ უნდა იცვლებოდეს მისი სტრუქტურა სწრაფად და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა შტამი არ უნდა აქტიურდებოდეს; მეორე _ ვირუსი არ უნდა იყოს სუსტი და ორგანიზმში უნდა იწვევდეს ძლიერი სახის დაზიანებებს. ასეთ შემთხვევებში, გამომდინარე ვაქცინების შედგენილობიდან და უარყოფითი ეფექტებიდან, არ ღირს მისი შექმნა; მესამე და მთავარი _ იმუნიტეტი უნდა იყოს ხანგრძლივი. ამასთანავე, აუცილებელია ორგანიზმის ინდივიდუალურობის გათვალისწინება _ ეს მედიცინაში აქსიომაა. რადგან ვაქცინებს აქვს უკუჩვენებები _ არ შეიძლება ორგანიზმის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე ასე ჯგუფურად “თავშესაფრის მოხუცებს”, “თავშესაფრის ბავშვებს”, “65 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს” გაუკეთდეთ და ა. შ. ყველას ორგანიზმი ერთადერთი და განუმეორებელია და ექიმი ვალდებულია, ეს გაითვალისწინოს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თინათინ თოფურია “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში წერს, რომ ვაქცინის შექმნას 12-18 თვე სჭირდება, მის აპრობაციას კი _ 10-15 წელი. არსებობს სტანდარტები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს _ საქმე ხომ ადამიანების სიცოცხლეს ეხება?! აქ რისკები დაუშვებელია. მეცნიერება და სიჩქარე შეუთავსებელი მცნებებია. ვაქცინაცია ჯერ უნდა  ჩატარდეს ცხოველებში და დააკვირდნენ.  ამას დროუნდა. შემდეგ ადამიანებში  3 ეტაპად უნდა დააკვირდნენ, ვაქცინა რამდენად უსაფრთხოა, ხომ არ არის ტოქსიკური,  როგორ რეაგირებს ორგანიზმი.  შემდეგ სწავლობენ მის ეფექტიანობას _ როდის გამოიმუშავებს ანტისხეულებს და რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში, ანუ რამდენად მყარია იმუნიტეტი. შემდეგ ორგანიზმს ასნებოვნებენ ვირუსით და აკვირდებიან, იცავს თუ არა ეს გამომუშავებული იმუნიტეტი ორგანიზმს. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. გაცილებით დიდი დრო სჭირდება იმაზე დაკვირვებას, ხომ არ იმოქმედებს კონკრეტული ვაქცინა ფერტილობაზე (ნაყოფიერებაზე) და მუტაგენობაზე (დნმ-ის დაზიანება, რომლის შედეგად შთამომავლობაში შეიძლება გაჩნდეს სიმახინჯეები), ასევე სწავლობენ მის კანცეროგენურობას _ ხომ არ მოხდება სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა. ამ ყველაფერს წლები სჭირდება. მით უმეტეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ბევრჯერ შეეცადნენ, მაგრამ მცდელობა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. წარმოქმნილი ანტისხეულები “უმეგობრდებოდნენ” ანტიგენებს და ორგანიზმს ერთობლივად ებრძოდნენ. ამ ყველაფერმა შეიძლება მძიმე დაავადებამდე და სიკვდილამდეც კი მიგვიყვანოს.

ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ  “დაგვაიმედა” და გვითხრა, რომ სანამ ექსპერიმენტები დამთავრდებოდა, ვაქცინა, რომელიც ჩვენ უნდა შევიძინოთ (ეს არის ფარმაკომპანია “ასტრაზენეკას” და ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი) წარმოებაში ჩაუშვეს საკმაოდ დიდი რაოდენობით. “ანუ მიდიან იმაზე, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, უკვე ჩაუშვეს წარმოებაში. აქ დიდი ძალებია ჩართული _ მეცნიერები, ფინანსისტები, მეწარმეები. წარმოიდგინეთ, ამ ვაქცინამ რომ არ გაამართლოს რამდენ მილიარდს იზარალებს ის კომპანიები, რომლებმაც ეს ვაქცინა ჩაუშვეს წარმოებაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი წავიდნენ რისკზე: თუ გაუმართლებთ _ დიდ მოგებას ნახავენ, თუ არა _ დიდ ზარალს. შესაძლოა, მათ აქვთ უკვე სარწმუნო მონაცემები, რომ ვაქცინა გაამართლებს”.

მოგვიანებით ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება იწყება მე-7 დღეს, მე-14 დღეს მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ იკლებს და 56-ე დღეს ქრება. რა გამოდის _ ორთვიანი იმუნიტეტის გამო უნდა გავიკეთოთ გენმოდიფიცირებული ვაქცინა, რომლის შედგენილობაში ახალი ტექნოლოგიებია?

მოდი, ახლა განვიხილოთ, რომელ ტექნოლოგიებზე არ გვეუბნებიან სიმართლეს.

ბილ გეითსმა, რომელიც აფინანსებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ფარმაკომპანია “ასტრაზენეკას”, რომლისგანაც ვაქცინები უნდა შევიძინოთ, ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში ამაყად განგვიცხადა, რომ შემნილია ბიოტექნოლოგია, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დნმ-კოდის შეცვლა. რომ შესაძლებელია კონკრეტული გენის ამოჭრა და მის ნაცვლად სხვა გენის “ჩაკერება”. ამ ვიდეომიმართვაში საუბარია ე. წ. ღმერთის გენზე. ვნახოთ, რას გვეუბნება ინგლისური ვიკიპედია “ღმერთის გენის” შესახებ. “სულიერება ადამიანს გადაეცემა მემკვიდრეობით. მემკვიდრეობითია ადამიანის მისტიკური შეგრძნებები”. ეს იდეა ეკუთვნის აშშ-ის ონკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს. ღვთაებრივი ჰიპოთეზის თანახმად, სულიერებას აქვს გენეტიკური კომპონენტი და ის ამინომჟავებით გადაეცემა. მიუხედავად კრიტიკოსების მიერ გამოთქმული აზრისა, ბევრი რამ მეცნიერულად მტკიცდება. ზოგიერთი ქიმიური პრეპარატით ითრგუნება ამ გენების აქტიურობა. ადამიანები კარგავენ რწმენას, სინდისსა და უმაღლეს ზნეობრივ ნორმებს.

კორონავირუსის პანდემია სწორედ ამსაყოველთაო ვაქცინაციისთვისგამოცხადდა. ბილ გეითსის თქმით, ის უნდაგაუკეთდეს 7 მლრდ ადამიანს.

მოკლედ, ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში, ჩვენ ჩვენი ვეძებოთ. მთავარი, რაც უნდა  გავაკეთოთ ვირუსთან ბრძოლაში, ეს არის ჩვენი ბუნებრივი დამცავი სისტემის _ იმუნიტეტის გაძლიერება: ლოცვა, მზის სხივების მიღება და “დ” ვიტამინის ბუნებრივად გამომუშავება, სუფთა წყალი,  ნატურალურისაკვები, წყლის  პროცედურები, ფიზიკური აქტივობა, სოციალური ურთიერთობები,  ბუნებასთან ურთიერთობა, პოზიტიური ენერგიის მიღება–გაცემა, მადლიერება, სიკეთის კეთება, სიყვარულის გაცემა და, რაც მთავარია, სიმშვიდე.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას! ყველაფერი რიგზე იქნება!

ნონა აღდგომელაშვილი,  ექიმი–თერაპევტი
Geworld.