დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე:
“დღეს რთული მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში ვუყურებთ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ამას ემატება პოლიტიკური პროცესი, რაც მიმდინარეობს. დარწმუნებული იყავით, დღეს პოლიტიკური პროცესი რომ არ იყოს ანუ რომ არ ვიყოთ არჩევნების პერიოდში, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.
ამიტომაც, ბევრჯერ მოისმინეთ ჩემი მოწოდება, იგივე პოლიტიკოსების მიმართ, რომ ერთერთი მთავარი პრევენციული ღონისძიება პირბადესა და დისტანციასთან ერთად გახლავთ არადიდი თავყრილობები, რომელიც ზრდის რისკს ინფექციის გავრცელების”
შეგახსენებთ, ბატონი ამირანი, მთელ მთავრობასთან ერთად, გვიმტკიცებდა, რომ არჩევნების ჩატარებას შეძლებს უსაფრთხო გარემოში და ისეთი რეგულაციები აქვს შემუშავებული, დაგეგმილი და აღსრულებაც რეგულაციის ისე კარგად ხდება, რომ არჩევნების გამო საფრთხე არ გვემუქრება! რამდენიმე დღის წინ, ბატონი ამირანი გვიმტკიცებდა, რომ არჩევნები რეგულაციების დაცვით ჩატარდა – თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცეტრს და ცესკოს “ალიასთვის” ამ დრომდეც არ გაუცია პასუხი, რა ღონისძიებები ჩატარდა და საერთოდ ჩატარდა თუ არა ღონისძიებები დიდუბე-ჩუღურეთის 35-ე უბანზე, სადაც არჩევნების დღეს, უბნის რეგისტრატორი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კოვიდსიმპტომების გამო და ამომრჩეველთა მტკიცებით, უბანი მცირე ხნითაც არ დაკეტილა, არც დეზინფექცია ჩატარებულა, არც კომისიის წევრები გადაუყვანიათ იზოლაციაში!
ახლა კი ვიგებთ, რომ არჩევნების გამო, თურმე, ეპიდემიოლოგები ისე ვერ მუშაობენ, როგორც საჭიროა!
არადა, ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ მაისში შეცვალა კანონი ჯანმრთელობის შესახებ და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე აწესებს ზუსტად ახლა იმ შეზღუდვებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შეეძლო. ამ ცვლილები, მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფრთხე დადგებოდა, იგი საგანგებო მდგომარეობის გარეშე მართავდა პროცესებს! საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, არჩევნები უნდა გააედო და ეს არ აწყობდა.
ამიტომ, ახლა იმაზე საუბარი, რომ არჩევნების და პოლიტიკური მოვლენების გამო, სიტუაციას ვერ მართავენ, რბილად რომ ვთქვათ, დაგვიანებულია.
ალბათ, ექიმების გადამზადება რომ დაგვიანდა, ზაფხულში ცხელების ცენტრები დაიკეტა, საწოლფონდების რიცხვი შემცირდა და ა.შ. – ეგაც არჩევნების ბრალია, ბატონო ამირან!
alia.ge