ამას პირველად ვაჟღერებ“ – რა მექანიზმით მოქმედებს ახალი ვაქცინა, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე რადიკალურად განსხვავებულს და უნიკალურს უწოდებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “ტვ პირველის” ეთერში კორონავირუსის ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც ცერცვაძემ გადაცემაში სტუმრობისას აღნინა, ახალი ვაქცინა რადიკალურად და პრინციპულად განსხვავებული მექანიზმია, რომელის მსგავსი ვაქცინა ჯერ მთელს მსოფლიოში არ შექმნილა.

“ამას პირველად ვაჯღერებ თქვენთან. ეს ვაქცინა რადიკალურად და პრინციპულად განსხვავებული  მექანიზმისა. ამ მექანიზმის მოქმედი ვაქცინა ჯერ მსოფლიოში არ არის. და თუ რა მექანიზმია მოგახსენებთ, შეჰყავთ არა ცილა, არა ვირუსი, არა ცოცხალი ან დასუსტებული ვირუსი ან მისი ცილა, არამედ შეჰყავთ ერ-ენ-ემ ანუ რიბოლუკლეინის მჟავა, მესენჯერული ერ-ენ-ემი. ეს ერ-ენ-ემი ორგანიზმს თვითონ უბიძგებს, რომ მან გამოიმუშაოს ის ცილა, რომელიც ძალიან გავს ვირუსის ცილას. ე.ი. ცილა კი არ შეჰყავთ შეყავთ ერ-ენ-ემი გენეტიკური მასალაა, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, მოდი ეს ვთქვათ გამოიმუშავოს ვირუსის ცილა.  მერე თვითონ ეს ორგანიზმი თავისივე გამომუშვაებული ვირუსის ცილით საწინაღმდეგოდ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც ძალიან რთული და რადიკალურად განსხვავებული მექანიზმია.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Metronomi