სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიას ვეღარ უმკლავდება. თითქმის სრულად ამოწურულია საწოლფოდნი და სასუნთქი აპარატების მარაგი. 

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ ქვეყანაში სულ 227 საწოლია თავისუფალი, ხოლო სასუნთქი აპარატების რაოდენობა 257-ია.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლების დამატება იგეგმება. ამირან გამყრელიძე კი არ გამორიცხავს, რომ  საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლები და სამედიცინო ცენტრებად გადაკეთდეს საგამოფენო და სამხედრო  სივრცეები.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ინფექციონისტებიც დაესწრებიან, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება, სადაც სავარაუდოდ დამატებით შეზღუდვებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას

შეგახსენებთ, საველე ჰოსპიტალების მომზადებაზე “ალიაში” პირველი მასალა 26 იანვარს გამოიცა, ქვეყანაში პირველი ინფიცირებულის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე! უკვე მეორე თვეა იძახით, არ გამოვრიცხავთ ლაზარეთებს და საველე ჰოსპიტალებსო – არც გამორიცხავთ და არც აკეთებთ – ვინმეს ველოდებით? ვინმე უნდა მოვიდეს და მოაწყოს? ვინ არის ის ერთი კაცი, ვის ველოდებით, რომ გავიდეთ?

უცნაურია, თუ კიდევ გვაქვს დარჩენილი 227 საწოლი, ადამიანი რატომ წერენ, რომ ისინი არ გადაჰყავთ, ან დაგვიანებით გადაჰყავთ კლინიკებში, ვის უნახავთ, ბატონებო და ქალბატონებო ადგილებს? თუ მენეჯმენტი არ გვივარგა და საჭირო დროს კონცენტრირებას ვერ ვახდენთ?!

ამირან გამყრელიძემ დღეს ისიც თქვა, რომ ჯერ სრულ ლოქდაუნზე არ ფიქრობს – სრული კი არა, ნაწილობრივი ლოქდაუნი არ აუმოქმედებია – მხოლოდ დიდ ქალაქებშია დისტანციური სწავლება, უამრავი პედაგოგი გვწერს რაიონიდან, გვეკითხებიან, რას გვერჩიან, ხომ ხედავენ, რომ აქაც იმატებს ინფიცირებულთა რიცხვიო…

რა სრული ლოქდაუნი, ჯანდაცვის სამინისტრომ ის ვერ მოახერხა, რომ მასთან არსებული სსიპ-ები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს!

ისე მსჯელობთ, ბატონებო, სრულ ლოქდაუნზე, თითქოს და ნაწილობრივ ლოქდაუნს ასრულებდეთ საჯარო უწყებებში!
alia.ge