დედამთილი კოვიდ დადასტურებულია და 2 დღე არ მოვიდა სასწრაფო”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, აქსანა მიქატაძე, წერს:

“SOS!!! გთხოვთ დამეხმაროთ მეორე დღეა არმოდის სასწრაფო, დედამთილი კოვიდ დადასტურებული, ყოველდღე მძიმდება. სატურაცია ბოლოს 85 ქონდა. ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და ჟანგბადი. მამამთილი ასთმით დაავადებულია ძლიერ პრეპარატებზეა და 39.7 სიცხით, ღამე კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს, აქვს ძლიერი ქოშინი და ექიმს ჯერ არმოუკითხავს ისიც სასწრაფოდ საავადმყოფოშია გადასაყვანი.”

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აქსანა წერს:

“გულწრფელი მადლობა ყველას ვინც დამეხმარეთ, დედამთილი მოვათავსე ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გზაში ცუდათ გახდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ცოტა აზრზე მოვალ და ვიბრძოლებ რომ მამამთილთანაც არ მოხვდეს დაგვიანება რთული ფორმის ასთმა აქვს და ამ შემთვევაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”
alia.ge